გამოიყენებს თუ არა მარგველაშვილი ვეტოს უფლებას? - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტებები კეთდება
პოლიტიკა - 14:29, 14 May, 2016     1631

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში“ ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სხდომას პროტესტის ნიშნად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, ამ ცვლილებების შეტანით მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოს დანგრევა სურს. „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი მარგველაშვილს კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვს.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განმარტებები გააკეთა:

„ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება მოხდა ასე ფორსირებულად, თან იმ დროს, რომ მესამე მოსმენით ისე მიიღეს კანონი, აქამდე არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა და ჩვენ არ ვიცნობთ კომისიის მოსაზრებებს ამ კანონთან მიმართებით, უკვე გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს და ეს ძალიან სამწუხაროა. საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას არ შეექმნას არავითარი საფრთხე. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საკუთარი შეშფოთება გააცნო როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ისაუბრა საკომიტეტო მოსმენების დროს. ჩვენ დაველოდებით კანონის გადმოგზავნას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შემდგომ გავმართავთ კონსულტაციებს პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ამის შემდგომ მიიღებს პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განმარტა გიორგი აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42