ოზურგეთში გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ფინანსური აუდიტის შედეგები განიხილეს
პოლიტიკა - 13:52, 14 May, 2016     1420
ქალაქ ოზურგეთში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ფინანსური აუდიტის შედეგების საჯარო განხილვა ჩაატარა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თოდრიამ შეკრებილ საზოგადოებას ჩატარებული აუდიტის შედეგები პრეზენტაციის სახით წარმოუდგინა.

შეხვედრას გურიის გუბერნატორი, ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, არასათავრობო და მედია სექტორი და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ლაშა თოდრიამ საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.

შეხვედრაზე გენერალური აუდიტორის მხრიდან ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური ანგარიშების სწორი ასპექტირება და მიზნობრიობაც აღინიშნა.

‘’საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. აუდიტის მიერ დადებული შედეგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ სახელმწიფო აუდიტის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას და ეს პრეზენტაციაშიც ნათლად გამოჩნდა. ასე გაგრძელდება სამომავლოდაც, რადგან ჩვენთვის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა საკვანძო საკითხი და ყველა სხვა მიმართულების საფუძველია. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ის რეფორმები, რომლითაც ოპოზიცია გამუდმებით აპელირებს, სახელმწიფო აუდიტის მხრიდან დადებითად შეფასდა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ქალაქის აგრარული ბაზრის იჯარას, რომელსაც ბიუჯეტისთვის მოგება უკვე მოაქვს.’’ - განაცხადა შეხვედრაზე ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42