2 მილიონიანი საპირფარეშოები წყლის გარეშე - ,,რისთვის აშენდა, თუ ვერ ვისარგებლებთ“ - რეპორტაჟი გურიიდან
პოლიტიკა - 13:33, 14 May, 2016     4105
ჩოხატაურის ცენტრში მდებარე საპირფარეშოში არსებული მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემისა და უწყლობის გამო მიმდებარე ტეროტორიაზე მდებარე ობიექტებისა და სავაჭრო ჯიხურებში მომსახურე პერსონალი გაუსაძლის სუნსა და ინფექციის გავრცელების მაღალ რისკებზე საუბრობს. როგორც ისინი „გურიის მოამბესთან“ აღნიშნავენ, თუ სიტუაცია არ გამოსწორდება ზაფხულში აღნიშნულ აქ არა მხოლოდ მუშაობა, გავლაც შეუძლებელი გახდება:

„გაუსაძლისი მდგომარეობაა, საპირფარეშოდან ფეკალური მასები პირდაპირ მდინარეში ჩაედინება, გაუმართავია საკანალიზაციო სისტემა. ზაფხული მოდის და იძულებულები ვართ აქედან გადავიდეთ. გარდა იმისა, რომ სუნია გაუსაძლისი, ინფექციის გავრცელების რისკი არის ძალიან მაღალი“-აცხადებენ სავაჭრო ცენტრში დასაქმებულები.

როგორც ისინი საუბრობენ, მუნიციპალიტეტის გამგეობამ დასრულებული ობიექტი ისე ჩაიბარა, არ მოუკითხავთ იქ არსებული წყლისა და კანალიზაციის პრობლემა, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს სერიოზული პრობლემები და ანტისანიტარია შეიქმნა.

მეორე საპირფარეშოს, რომელიც ჩოხატაურში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე წინა ხელისუფლების დროს აშენდა, დაკეტილია. მოვაჭრეები გვეუბნებიან, რომ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი საპირფარეშოთი სარგებლობა შეუძლიათ, რომელიც ახალი ბაზრის ეზოში მდებარეობს:

„საპირფარეშოს დაკეტვის გამო, შიდა კედლები დანესტილი და შესაბამისად, დაზიანებულია. რისთვის აშენდა ეს საპირფარეშო თუ მოსახლეობა ვერ ისარგებლებდა?! ყველაფერში უვარგისი როგორაა ეს ხელისუფლება, სხვისი აშენებული საპირფარეშო მაინც არ დაეკეტათ. ბაზრობის დღეს ხალხი იძულებულია ბუნებრივი მოთხოვნილება ხშირ შემთხვევაში, ბუნების წიაღში ან მიტოვებული შენობის უკან დაიკმაყოფილოს. გააღონ ამ საპირფარეშოს კარები.“ - აცხადებს ადგილობრივები.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საპირფარეშო, წყალმომარაგების კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადასცეს, სწორედ ამის შემდეგ გადმოვა ის მუნიციპალიტეტის ბალანსზე. თუმცა, მესამე წელია გაურკვეველია ვის დარჩება საპირფარეშო - წყალმომარაგების კომპანიას თუ ადგილობრივ ხელისუფლებას.

„ეს საპირფარეშო აშენდა წინა ხელისუფლების დროს, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის ბალანსზე. ამ საპირფარეშოს არ უფინქიონერებია, გაგზავნილი გვაქვს წერილი წყალმომარაგების კომპანიაში და როცა გადმოიცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე მერე მივხედავთ. მინდა გითხრათ, რომ გარემონტებული ბაზრის ტერიტორიაზე არის სხვა საპირფარეშო და იმით ისარგებლოს მოსახლეობამ“ - აცხადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა.

წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპირფარეშოების თაობაზე, მოლაპარაკებები ადგილობრივ ხელისუფლებასთან უკვე მიმდინარეობს.

„ამჯერად, საპირფარეშოების ექსპლუატაციაში გადაცემის თაობაზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, მითუმეტეს, რომ ეს მუნიციპალიტეტების სურვილიცაა. მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველოს ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, რადგან წყალმომარაგების კომპანია სწორედ მათ საქვეუწყებო ორგანოს წარმოადგენს. დღეისათვის ყველა ტუალეტი დაკეტელია მანამდე, ვიდრე არ გადაწყდება თუ ვის დაქვემდებარებაში დარჩება.“ - აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიის სერვის-ცენტრში.

რატომ არ გადმოსცა ეკონომიკის სამინისტროს საპრფარეშოს შენობა მუნიციპალიტეტის და რატომ ჭიანურდება ეს პროცესი. „გურიის მოამბე“ ეკონოკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” ქვეყნის მასშტაბით, 33 საპირფარეშოს მშენებლობისთვის 2 მილიონ 300 ათას ლარამდე გამოყო, მათ შორის იყო ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საპირფარეშოს მოწყობისთვის “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” ამ საპირფარეშოს მოწყობა დაახლოებით 25 ათასი ლარი დაუჯდა. თუმცა, ეს ძვირადღირებული საპირფარეშო დაკეტილია და იქ შესვლის საშუალება არავის არ ეძლევა.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42