იტალია მზად არის საქართველოს მხარი დაუჭიროს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში
პოლიტიკა - 13:05, 14 May, 2016     1224
12-13 მაისს, იტალიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე.

ვიზიტის ფარგლებში, შედგა მინისტრის მოადგილის ორმხრივი შეხვედრები იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბენედიტო დელა ვედოვასთან, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ფაბრიციო ჩიკიტოსთან, ასევე, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების დიპლომატიურ მრჩევლებთან მარკო პერონაჩისთან და ალფრედო დურანტესთან.

იტალიურ მხარესთან გამართული შეხვედრების დროს ფართოდ იქნა მიმოხილული საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ისაუბრეს ურთიერთობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და განათლების სფეროებში.

აღინიშნა, რომ სამომავლოდ მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს-პროექტების განხორციელებას.

იტალიურ მხარესთან გამართული შეხვედრების დროს, ასევე ფართოდ იქნა მიმოხილული საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები. იტალიურმა მხარემ გამოხატა სრული მზაობა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში. აღინიშნა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ეკონომიკური და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების კუთხით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში საქართველოს სასარგებლოდ ცვლილებების დროულად შეტანის აუცილებლობას.

შეხვედრებზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები. იტალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

იტალიის საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრების დროს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა იტალიის პარლამენტს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებული წესით რატიფიცირებისთვის. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაში საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მსგავსად, იტალიის პარლამენტშიც შეიქმნება საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვნად წაადგება საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42