,,საკონსტიტუციო სასამართლოზე სახელისუფლო კონტროლის დაწესების სურვილი“ - პაატა ბურჭულაძის პარტია დაგეგმილ ცვლილებებზე
პოლიტიკა - 12:44, 14 May, 2016     1435
„პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს განცხადებით ეხმაურება.

ახლადდაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები, ერთმნიშვნელოვნად ხელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას და ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

,,მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში, აღმასრულებელი ხელისუფლება და საერთო სასამართლოები ემორჩილებოდეს კანონს, ხოლო პარლამენტი შეზღუდული იყოს კონსტიტუციური პრინციპებით. საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელება უნდა იყოს „არა თეორიული ან ილუზორული, არამედ კონკრეტული და ეფექტური“. საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეძლოს ამ ფუნქციის შესრულება ისე, რომ სამართალწარმოების კონკრეტული შედეგით დასრულებას საფრთხე არ შეექმნას. ევროპული ქვეყნების საერთო სამართლებრივი ტრადიციების გათვალისწინებით, სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული მოსაზრება არ უნდა ჰქმნიდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობის სამართლებრივი შეფასების ბლოკირების და/ან საქმის განსხვავებული პროცედურით წარმართვის შესაძლებლობას.

ნათელია, ცვლილებების მიზანს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სამართალწარმოებაზე სახელისუფლო კონტროლის დაწესების სურვილი, რაც ნაკარნახევია იმ გარემოებით, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება (აქედან ორი - პრეზიდენტის კვოტით, ერთი - პარლამენტის, ერთი - უზენაესი სასამართლოს). ხელისუფლებას არა აქვს გარანტიები, რომ მისთვის მორჩილი კადრებით შეძლებს ჩანაცვლებას“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42