დღეს სპორტის სასახლეში 16:00 საათზე „ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობა გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყრილობას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც დაესწრებიან.
ცნობილია მათი სია: რეჟისორი ქეთი დოლიძე, მსახიობი გურანდა გაბუნია, მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა, მსახობი ნანული სარაჯიშვილი, მსახიობი ქეთევან კიკნაძე, მხატვარი ნიკუშა შენგელაია, პოეტი დავით მაღრაძე, მსახიობი გივი ბერიკაშვილი, მსახიობი კახი კავსაძე, მსახიობი მარინა კახიანი, მსახობი მარიან ჯაში, მომღერალი ზურაბ მანჯავიძე, რეჟისორი ლანა ღოღოერიძე, დავით ოქიტაშვილი, ნელი კობიაშვილი.
სავარაუდოდ ყრილობას დაესწრება ბიძინა ივანიშვილიც. მიწვეულია ირაკლი ღარიბაშვილიც, თუმცა მივა თუ არა ის სპორტის სასახლეში ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყრილობაზე მიწვეული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






