პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო უნდა დაადოს - ენმ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს
პოლიტიკა - 12:37, 14 May, 2016     1881

პარლამენტის მიერ „საკნონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნულ საკითხზე პრესკონფერენცია გამართა:

„სამწუხაროდ ჩვენ ყველა მივეჩვიეთ, რომ ამ საპარლამენტო უმრავლესობისთვის მთავარი მუშაობაში არასდროს არ ყოფილა ხალხის პრობლემები და ხალხის ინტერესები, ისინი ყოველთვის იყვნენ ორიენტირებული ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის სურვილის ასრულებაზე. მაგრამ იმან, რაც ხდება ბოლო სამი დღის განმავლობაში, სამწუხაროდ ყველა რეკორდი და ნიშნული მოხსნა.

ჩვენ ვხედავთ უმრავლესობის მცდელობას, ნებისმიერ ფასად, ყველა კანონის, ყველა პროცედურის, ყველა ლოგიკის დარღვევით, უსწრაფესი წესით მიიღონ კანონი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. კანონი, რომელიც ინსტიტუციონალურად ანგრევს და აკნინებს საკონსტიტუციო სასამართლოს, კანონი, რომლითაც ხელისუფლებას და მის მიერ დანიშნულ ადამიანებს ექნებათ საშუალება, გააკონტროლონ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ერთ-ერთი უკანასკნელი, ხელისუფლებისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში.

რა არის ამ სიჩქარის მიზეზი? რა არის იმის მიზეზი, რომ ხელისუფლება და უმრავლესობა წავიდა ყველანაირ დარღვევაზე ამ კანონის სასწრაფოდ მიღების ხათრით? პასუხი არის მარტივი, ეს მიზეზი გახლავთ „რუსთავი 2“.

ჩვენ ყველა თვალს ვადევნებთ სასამართლო პროცესს, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობს „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, ყველა ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, ნიშნებს იმისას, რომ ხელისუფლება აგრძელებს ორკესტრირებულ შეტევას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და ამ პროცესში ხელისუფლება იყენებს სასამართლოს მის მიერ კონტროლირებადი მოსამართლეების მეშვეობით. მთელს ამ პროცესში ერთადერთ, ნამდვილად დამოუკიდებელ ინსტიტუტად, რომელმაც შეიძლება ხელი შეუძალოს ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის წაღებაში და გაკონტროლებაში, დღემდე რჩება საკონსტიტუციო სასამართლო.ამიტომ, შეტევა საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ არის შეტევა სასამართლო ინსტიტუტის წინააღმდეგ, ასევე გახლავთ, საფუძვლის მზადება „რუსთავი 2“-ის საბოლოოდ ხელში ჩასაგდებად.

მე მინდა ძალიან მკაფიოდ ვუთხრა ხელისუფლებას, მათ ეს არ გამოუვათ და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სწორედ ამ მიზეზის გამო ჩვენ არ დავესწარით დღევანდელ სხდომას, რომელზე დასწრებასაც აზრი არ ჰქონდა, ჩვენ განვიხილავთ მომავალში საპარლამენტო უმრავლესობასთან და პარლამენტთან, ჩვენი ურთიერთობის საკითხს. მაგრამ ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ხელისუფლებას არ მივცემთ არც „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდების და არც საკონსტიტუციო სასამართლოს გატეხვის და დაკნინების შესაძლეობლობას.

მსურს მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ამ ქვეყანაშ კონსტიტუციის, კანონისა და დემოკრატიის გარანტს, ამ კანონით ირღვევა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები. ეს კანონი ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ამ კანონით ირღვევა ის დაპირება, რომლეიც საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ გასცა ევროსაბჭოს მომხსენებლების მიმართ. ეს კანონი იმსახურებს ერთსულოვან საერთაშორისო კრიტიკას და ლახავს საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ. პირდაპირ აკნინებს სასამართლო ხელისუფლებას. ქმნის პირდაპირ საქმეს რომ ხელისუფლებას ექნება მწვანე შუქი ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2. სწორედ ამიტომს აქართველოს პრეზიდნეტი უნდა ჩაერთოს ამ ბრძოლაში და ვეტო დაადოს ამ კანონს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42