ქორწინების შესახებ სარეფერენდუმო შეკითხვა ცესკომ არ დაარეგისტრირა
პოლიტიკა - 19:49, 13 May, 2016     2058
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დაარეგისტრირა სარეფერენდუმოდ შეთავაზებული საკითხი, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების სუბიექტების დაზუსტებას გულისხმობდა. ამ მოთხოვნით ცესკოს საინიციატივო ჯგუფმა მიმართა, რომლის შემადგენლობაშიც სანდრო ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე , ზვიად ტომარაძე და კახაბერ მიგინეიშვილი შედიოდნენ. სარეფერენდუმო კითხვა კი ასე ჟღერდა „თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საკითხი „ვერ იქნება რეგისტრაციაში გატარებული ცესკოს მიერ, რადგან სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი ეხება არა მხოლოდ რეფერენდუმის გზით საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ პრინციპზე გადაწყვეტილების მისაღებად ხალხის აზრის გაგებას, არამედ ამავდროულად, საკითხის მოცემული ფორმულირებით რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, ხალხის მიერ მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, რომ მიღებულ იქნას ამ პრინციპის მატარებელი ახალი კონსტიტუციური კანონიც, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის „რეფერენდუმის შესახებ“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის მოთხოვნებს და, შესაბამისად, მოცემული სარეფერენდუმო საკითხის და შესაბამისი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული პირდაპირი საფუძველია".

ცესკოში მიუთითებენ, რომ „სარეფერენდუმო კითხვაში კანონის მიღების ან გაუქმების მოთხოვნით დასმული საკითხის რეგისტრაციაში გატარებისა და რეფერენდუმის ამ შინაარსით გამართვის შემთხვევაში, დაირღვევა ქვეყნის კონსტიტუციური მართლწესრიგი და მივიღებთ ისეთ 3 გარემოებას, რომლის დროსაც კანონების მიღება-გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კონსტიტუციური ორგანო - პარლამენტი, შეიძლება ჩანაცვლდეს რეფერენდუმის გზით საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მიღება-გაუქმების პროცედურით, რასაც, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42