„შვიდწლიანი ეროვნული გეგმა, რომელიც ევროსაბჭოსთან შეთანხმდა, მიზნად ისახავს იმ დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, რომელთაც ჩვენ განუხრელად ვუჭერთ მხარს, როგორც ჩვენი საზოგადოების ქვაკუთხედს. ჩვენ კანონგარეშედ გამოვაცხადეთ დისკრიმინაცია კანის ფერის, ეთნიკური კუთვნილების, გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა და მრწამსის საფუძველზე. ჩვენი ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გულისხმობდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღებას, რომლის ნაწილი ეხებოდა ანტი-დისკრიმინაციული კანონის შექმნას. ჩვენ ველით საბოლოო გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რათა საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მგზავრობა. გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა ევროპის კომისიის ანგარიში, რომელიც საქართველოში გატარებულ რეფორმებს დადებითად აფასებდა“,-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






