"მანანა კობახიძე თავის ადგილზე არ არის... ვიტყვი, რომ ბრიჯიტ ბარდო ჯობია"- ლევან ბერძენიშვილი
პოლიტიკა - 17:33, 13 May, 2016     3528

პარლამენტის ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევანის შემთხვევაში ის ბერძნიშვილს მეჭიაურს ამჯობინებს, თავად ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა. ლევან ბერძენიშვილის თქმით საკითხავია თავის ადგილზე არიან თუ არა დეპუტატები, მათ შორის, მანანა კობახიძე:

„ქართველ ხალხს ვკითხოთ, თავის ადგილზე არიან დეპუტატები, მათ შორის, მანანა კობახიძე ვიცე-სპიკერი უნდა ყოფილიყო თუ არა, ვინაიდან, მას არ ვუყვარვართ და მეჭიაური ურჩევნია, ამიტომ გავბედავ და ვიტყვი, რომ ის მის ადგილზე არ არის. ცუდი ქალი არ არის, თბილია, ზრდილობიანი, თავაზიანი, მაგრამ პარლამენტის ვიცე-სპიკერი რა დამსახურებისთვის უნდა იყოს. კობახიძე დაკავებული თანამდებობისთვის ერთ-ერთი შეუფერებელია. მას კვალიფიკაცია არ ჰყოფნის. ვიცე-სპიკერმა საკითხი ასე არ უნდა დასვას - მეჭიაური თუ ბერძენიშვილი. ვინაიდან დასვა, ე.ი. ჩემი ხელმძღვანელი აღარ არის და მეჭიაურის ხელმძღვანელია. უსუფაშვილი ამას არ იტყოდა, ის თავისიანებს და სხვისიანებს არ გაარჩევს. კობახიძისგან ეს მეტისმეტი იყო და ამან აჩვენა, რომ კლასი არ არის. ნაწყენი არ ვარ, თუმცა, კითხვაზე - კობახიძე თუ ვიღაცა, ადრე თუ კობახიძეს ვუპასუხებდი, ახლა დავფიქრდები და ვიტყვი, რომ ბრიჯიტ ბარდო ჯობია.“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რესპუბლიკელებსა და თამაზ მეჭიაურის დაპირისპირების საკითხზე საუბრისას, მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ ლევან ბერძენიშვილსა და მეჭიაურს შორის არჩევანს თამაზ მეჭიაურზე შეაჩერებს: „თუ თქვენ კითხვას სვამთ ნატო თუ რუსეთი, მე გეტყვით, რომ ნატო, თუ კითხვას სვამთ ევროკავშირი თუ ესენგე, გეტყვით, რომ ევროკავშირი, თუ ამბობთ ბერძენიშვილი თუ მეჭიაური, მეჭიაური."- განაცხადა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42