საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას
პოლიტიკა - 16:19, 13 May, 2016     1337

2016 წლის 13 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო“ შეთანხმებას. შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ხოლო საუდის არაბეთის მხრიდან საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩმა, მესაად იბრაჰიმალ-სულაიმმა.

აღნიშნული ჩარჩო შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის საფუძველს, რომელსაც შემდგომში მოჰყვება ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება სხვადასხვა სფეროებში. დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის განვითარებას მრავალი მიმართულებით, მათ შორის ისეთი სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა და ინვესტიცია, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით აღნიშნული ხელშეკრულება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაში. საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებობს ურთიერთობის განვითარების პოტენციალი სხვადასხვა სფეროებში. განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოში საუდის არაბეთის ინვესტიციების მოზიდვის, ისევე როგორც საუდის არაბეთში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ზრდის კუთხით არსებული დიდი პოტენციალი. ასევე, საკმაოდ წარმატებულია ტურისტულ სფეროში თანამშრომლობა. ამ კუთხით აღსანიშნავია 2015 წელს საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის 80%-იანი ზრდა.

ქვეყნებს შორის გაფორმებული ჩარჩო შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ.

ხელმოწერის ცერემონიამდე მხარეებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებულ პარტნიორობაზე მრავალი მიმართულებით. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, ეკონომიკური და ბიზნეს სექტორების თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დარგში და ასევე ხალხთაშორისი კავშირების გაფართოება.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას დიდად შეუწყო ხელი 2014 წელს რიადში საქართველოს საელჩოს გახსნამ და 2015 წელს საუდის არაბეთის მხარის მიერ საქართველოში პირველი არა-რეზიდენტი ელჩის (რეზიდენციით ქ. ბაქო) დანიშვნამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42