"თავისუფალი დემოკრატები" არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 16:06, 13 May, 2016     1326

დღეს, ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერები ირაკლი ალასანია, ნინო გოგუაძე, ირაკლი ჩიქოვანი და ვიქტორ დოლიძე ე.წ. კაბელების საქმის ბრალდებულების ადვოკატებთან ერთად IDFI-ს, TI-ს, CIDA-ს, NDI - ს, IRI-ს და საქართველოში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქმის დეტალები გააცნეს. საუბარი შეეხო იმ გადაცდომებს და კანონდარღვევებს, რომელსაც პროცესის მიმდინარეობის დროს პროკურატურის მხრიდან ჰქონდა ადგილი. ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დამთავრების შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი ე.წ. კაბელების საქმეს აქტიურად დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ. საქმის ადვოკატებისგან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს დაცვის მხარისა და ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვები. შეხვედრაზე თხუთმეტამდე არასამთავრობო ორგანიზაცია იმყოფებოდა.

„შეხვედრა სამართლებრივ ასპექტებს მიეძღვნა. ის, რომ პოლიტიკური დაკვეთაა, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. ბატონმა სოსო ბარათაშვილმა, საქმის მთავარმა ადვოკატმა არასამთავროებოებს გააცნო თუ როგორ არის ბრალდების არგუმენტები გაბათილებული. ამ ყველაფერმა უნდა შექმნას განწყობილება, რომ იყოს კანონზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„გავეცანით სამართლებრივ თითქმის ყველა ასპექტს. ბევრი კითხვა არსებობს უშუალოდ პროცესთან დაკავშირებით. ბევრი საკითხი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ არა სამართლებრივ, არამედ ვფიქრობ, პოლიტიკურ საკითხთან გვაქვს საქმე. დღეს სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რათა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42