,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ რუთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:40, 13 May, 2016     1318
,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით დღეს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,ის, რაც დღეს სააპაელაციო სასამართლოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებულ განხილვზე ხდებოდა, ცალსახა მაჩვენებელია იმისა, რომ ხელისუფლება არის ამ პროცესის მხარე.

განზრახვა იმისა, მოხდეს მოკლე პერსპექტივაში როგორც მინიმუმ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და წინასაარჩევნოდ ოპოზიციური, კრიტიკული აზრის ჩახშობა, აშკარად გამოვეთილია. ხელისუფლება ქვეყანაში დარტყმის ქვეშ აყანებს როგორც თავისუფალ სიტყვას, მათ შორის დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, რომელიც თავად ხელისუფლებამ მისი ინტერესების უსტიყვო აღმსრულებელ და კოლექტიური ურთმელიძეების ორგანოდ აქცია.

მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რუსთავი 2 -ის საქმე წარმოაჩინოს კერძო პირთა შორის არსებულ დავად, ფაქტია, ეს ყველაფერი იქცა ბრძოლად დემოკრატიული ღირებულებებისა და დასავლური ფასეულობების წინააღმდეგ.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მიიჩნევს, რომ დაპირისპირება თავისუფალ მედიასთან, ეს არის დაპირისპირება საკუთარ საზოგადოებასთან და ბრძოლა განსხვავებულ აზრთან, რაც ძალიან ცუდად შემოუბრუნდება მმართველ ძალას და უპირველესად კი საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის.

ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ საპარლამენტო არჩევნები კარს მომდგარია და ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ტელეკომპანიასთან ბრძოლის გამოცხადება, სახიფათო თამაშია, რაც ფართო საზოგადოებრივი პროტესტის წინაპირობად შეიძლება იქცეს“ - ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42