ხალხმა გადაწყვიტოს ჩაშალეს თუ არა ჩემი გამოსვლა სპეციალურად - ვახტანგ გომელაური
პოლიტიკა - 10:42, 13 May, 2016     1750

დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური დღეს პარლამენტში მისვლას აღარ აპირებს. სუს-ის 2015 წლის ანგარიშის განხილვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკვე მეორედ ვერ მოხერხდა.

„პატივს ვცემ პარლამენტს, კანონებს, ერთხელ ვიყავი ჩამოსული, მეორედ მომიწია ჩამოსვლა, რადგან იყო ათასი მითქმა-მოთქმა ჩამოვიდა, წავიდა, არ დაესწრო, მეორედ ჩამოვედი, სამწუხაროდ ძალიან ცუდია, რომ ვერ შედგა დღეს ჩემი პარლამენტში გამოსვლა და ანგარიშის მოხსენება. ხვალ ნამდვილად ვერ მოვახერხებ, შეხვედრებია დაგეგმილი, უცხოეთიდან სტუმრები გვყავს, შევეცდები, რომ ჩამოვიდე უახლოეს დროში. პოლიტიკურ შეფასებას არ გავაკეთებ, ჩაშალეს თუ არა სპეციალურად ხალხმა გადაწყვიტოს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური გუშინ პარლამენტში დეპუტატების წინაშე ანგარიშის წარსადგენად მეორედ მივიდა. მიუხედავად ამისა, სუს-ის ანგარიშის წარდგენა გომელაურმა მეორედაც ვერ შეძლო.

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე განხილვა მიმიდნარეობდა, სწორედ ამიტომ ვერ მოესწრო გომელაურის ანგარიშის მოსმენა.

გომელაური პარლამენტში გასულ თვეს იმყოფებოდა. თუმცა, ქვორუმის არარსებობის გამო მან ანგარიშის წარდგენა პირველი ვიზიტის ფარგლებშიც ვერ შეძლო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42