გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
პოლიტიკა - 21:37, 12 May, 2016     1222

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს მაიკლ ფალონს შეხვდა.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ს ვარშავის სამიტი და ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვის სფეროში, საუბრის მთავარი თემები იყო.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების მხარდაჭერას საქართველოს შეიარაღებული ძალების სწავლებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. გამოითქვა იმედი, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტზე მკაფიოდ დაფიქსირდება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის მთავრობას ასევე მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახის გახსნაში მხარდაჭერისთვის.

პრემიერ-მინისტრმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანი საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი მაღალი დონის დელეგაციით იქნება წარმოდგენილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც თბილისში 24-25 მაისს გაიმართება.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 2016-2017 წლების ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმაზე, რომელიც ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2016 წლის თებერვალში გაფორმდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება დაუთმეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის ყველაფერს აკეთებს და, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობის მიმართულებით, რეფორმებს განაგრძობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42