უბედური შემთხვევა მოხდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. 44 წლის მამაკაცი რამაზ ბოლქვაძე სახლში სამუშაოებს ელექტროხერხით ასრულებდა, როდესაც ხერხი გაუვარდა და ყელის არეში დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტი „კვირა.ჯი“ ავრცელებს.
უბედური შემთხვევის დროს შინ მისი ოჯახისწევრებიც იმყოფებოდნენ. სააგენტოს ინფორმაციით, ბოლქვაძის ოჯახი რამდენიმე წელია საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფება.
„გარდაცვლილის მეუღლემ განცხადებით მოგვმართა. იგი საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობას ითხოვდა, რაც დავუკმაყოფილეთ. საბერძნეთში საქართველოს საკონსულო აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.
გარდა ამისა, თინათინ მშვილდაძემ განცხადებით მოგვმართა, რომ მისი მეუღლის საქართველოში გადასვენებაში საქართველოს სახელმწიფო დაეხმაროს. ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, ვფიქრობთ, გარდაცვლილს საქართველოში კვირის ბოლოს გადაასვენებენ“, – წერს „კვირა“საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს თანამშრომელზე დაყრდნობით.
მასალის გამოყენების პირობები






