„სახელმწიფო ხალხისათვის“ - პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოდის. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. გავრცელდა შესაბამისი განცხადებაც. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბურჭულაძემ დასახულ მიზნებსა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. ასევე ცნობილი გახდა, რომ პარტიას მაისის თვეში ყრილობა ექნება.
„ცხრა წელი მე ვიყავი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე, 25 წელი ვინც კი მოდიოდა მთავრობაში, ეს იქნებოდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ივანიშვილი, მე ვიყავი მის გვერდში, რადგან რაღაც ახალი იქმნებოდა, რაღაც ახალი იმედი ეძლეოდა ხალხს. დღეს მე ვერ ვხედავ ვერცერთ ადამიანს, ვის გვერდშიც შეიძლება დადგომა. ეს ქვეყანა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. დღეს ქვეყანა არის ისეთ მდგომარეობაში, რომ მე გავხდი იძულებული, მიმეტოვებინა ჩემი კარიერა და ჩავდგომოდი ამ პოლიტიკურ ძალას სათავეში“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძემ მის პოლიტიკურ გუნდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ჩამოყალიბებული მიმართულებები აქვთ, რის შედეგადაც, პარლამენტში აუცილებლად შევლენ.
მასალის გამოყენების პირობები






