„პირადად ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს და მე მაქვს ეჭვი რომ ბევრი ჩემი კოლეგისთვისაც, ყველა იმ განცხადების ფონზე რაც ბატონმა თამაზ მეჭიაურმა გააკეთა. მე ვგულისხმობ პოლიტიკური თვალსაზრისით, თორემ, როგორც ადამიანი და მეგობარი მე არა მგონია რომ რაიმე პრობლემა გვქონდეს ურთიერთობებში. მაგრამ ის რომ , ის აბსოლუტურად რადიკალური აზრების გამოხატვას იწყებს ამ წინასაარჩევნო პერიოდში და ამბობს რომ ვერ ჩამოყალიბდა, ეტყობა სამწელწადნახევარშიც ვერ ჩამოყალიბდა. ვფიქრობ ქართულმა ოცნებამ სამომავლოდ ყველა ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწონოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს.“- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ბრიტანეთში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერს ჟურნალისტებმა შეკითხვა „ქართულ ოცნების“ სიაში თამაზ მეჭიაურის ყოფნასთან დაკავშირებით დაუსვეს. კვირიკაშვილმა მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია აღნიშნა, რომ თუ ის იქნება „ქართული ოცნების“ ახალი ლიდერი, მის გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში რაიმე ეჭვები აქვთ.
კვირიკაშვილს თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, პრემიერი შესაძლოა შეცდომაშია შეყვანილი, ამასთანავე მეჭიაურის განცხადებით, კვირიკაშვილი იდეურად უფრო ახლოსაა რესპუბლიკელებთან, ვიდრე მასთან.
მასალის გამოყენების პირობები






