ორმხრივი შეხვედრების დროს, არსებული თანამშრომლობის ფორმატებს განვიხილავთ - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 17:30, 12 May, 2016     1094

ანტიკორუფციული სამიტი არის კარგი შესაძლებლობა, საქართველო წარმოვაჩინოთ, როგორც რეგიონში მოწინავე ქვეყანა, მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტების დამკვიდრების კუთხით და ვისაუბროთ ჩვენს მიღწევებსა და კორუფციის დაძლევის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია და საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი, საერთაშორისო პლატფორმაზე განმტკიცდეს.

„ანტიკორუფციული სამიტის ფარგლებში განიხილება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, რათა მიღწეული იქნას მსოფლიოში სამი ძირითადი პრინციპი - გამჭვირვალობა, საერთაშორისო ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულება და ამ კუთხით ახალი ინიციატივები და კულტურული ცვლილება იქ, სადაც კორუფციის საკმაოდ ძლიერი კულტურაა. ჩვენ გვექნება საშუალება, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზეა წარმოდგენილი, გავაცნოთ საქართველოს პრაქტიკა ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა, სადაც არ არის ასეთი მაღალი სტანდარტები, ვეღარ შეძლონ გამოიყენონ მოკლევადიან კონკურენტულ უპირატესობად მათთან ამ კუთხით არსებული გაუმჭვირვალობა. სამიტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ოფშორული ანგარიშები ხშირად გამოიყენება ნარკოტიკებისა და იარაღით უკანონო ვაჭრობისა და სხვადასხვა უკანონო გზებით მიღებული ფულის აკუმულაციისთვის, რაც შემდგომში ხშირად ტერორისტულ აქტივობას ხმარდება. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გარეშე, შეუძლებელი იქნება ერთიანი სტანდარტის მიღწევა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ დევიდ ქემერონის ინიციატივა, ჩაეტარებინა პირველი ასეთი სამიტი, ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამას ექნება ძალიან კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კარგი იქნება, თუ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, საერთაშორისო მასშტაბით უფრო მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტები დამკვიდრდება. უკვე არსებობს განცხადების პროექტი, რომელსაც სამიტის მონაწილეები მიიღებენ. დოკუმენტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ იმუშავა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ორმხრივ შეხვედრებზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის და საგარეო მდივანთან არსებული თანამშრომლობის ფორმატების განხილვას გეგმავს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან სასარგებლო თანამშრომლობა კარგი მმართველობის ფონდთან, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით და ვფიქრობთ, ამ ფორმატების შემდგომი გაფართოება საქართველოს ხელს შეუწყობს, კიდევ უფრო გააუმჯობესოს კანონის უზენაესობა, განამტკიცოს ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობა, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოში ცხოვრების ხარისხს თვისობრივად შეცვლის“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42