"პრემიერი თავისი გადაწყვეტილებით რესპუბლიკელებთან უფრო ახლოსაა"- მეჭიაურის კრიტიკა კვირიკაშვილს
პოლიტიკა - 17:22, 12 May, 2016     1632
პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით რომ „ქართულო ოცნების“ განახლებულ გუნდში ის ადამიანები აღარ იქნებიან, ვისაც საქართველოს დასავლეურ კურსთან დაკავშირებით რაიმე ეჭვები აქვს, თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, პრემიერი შესაძლოა შეცდომაშია შეყვანილი, ამასთანავე მეჭიაურის განცხადებით, კვირიკაშვილი იდეურად უფრო ახლოსაა რესპუბლიკელებთან, ვიდრე მასთან.

„პრემიერი აბსოლუტურად ლოგიკურ გადაწყვეტილებას იღებს,გამომდინარე იქიდან, რომ ის აფიქსირებს თავის ხედვას და მკვეთრად ემიჯნება იმ ხალხს ვისაც იგივე ორიენტაცია არ აქვს. ლოგიკურია, ამით ის უფრო ახლოს არის თავისი გადაწყვეტილებით რესპუბლიკურ პარტიასთან და იმ პოლიტიკურ ძალებთან რომლებიც ევროატლანტიკურ ხედვას აფიქსირებენ. მე ეს არასწორად მიმაჩნია. არ ვიცი რითია გამოწვეული ეს, მართლა სჯერა თუ გარეშე ზეწოლაა.“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ბრიტანეთში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერს ჟურნალისტებმა შეკითხვა „ქართულ ოცნების“ სიაში თამაზ მეჭიაურის ყოფნასთან დაკავშირებით დაუსვეს. კვირიკაშვილმა მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია აღნიშნა, რომ თუ ის იქნება „ქართული ოცნების“ ახალი ლიდერი, მის გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში რაიმე ეჭვები აქვთ.

შეგახსენებთ, სწორედ „ქართული ოცნების“ წევრია თამაზ მეჭიაური, რომლის თქმითაც გასარკვევია ნამდვილად სურს თუ არა საქართველოს მოსახლეობას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება. მეჭიაურის განცხადებით NATO საქართველოს ალიანსში მიღებას არ აპირებს. ამასთანავე მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით საქართველოს საგარეო კურსის სისწორეში საფუძვლიანად დარწმუნებული არც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაა.
მეჭიაურის მსგავსად საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ეჭვები შეაქვს "ქართული ოცნების" კოალიციის კიდევ ერთ წევრ გოგი თოფაძესაც, სწორედ თოფაძეს ეკუთვნის სიტყვები, რომ "ოცნების" პრიორიტეტი ნატო არ არის, ჩვენი წინაპრები რუსებს ეფერებოდნენ და ამიტომ გადავრჩით"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42