ხიდაშელი-ალასანიას ბურუსითმოცული დაპირისპირება - დიმიტრი შაშკინი დეტალებზე საუბრობს
პოლიტიკა - 17:30, 12 May, 2016     6167

უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიური სახე შეიძინა სიტყვიერმა დაპირისპირებამ თავდაცვის ყოფილ და მოქმედ მინისტრებს შორის. ირაკლი ალასანია და თინათინ ხიდაშელი ურთიერთბრალდებების გაცვლით არიან დაკავებულნი, თუმცა, საზოგადოებისთვის გაურკვეველია ის საკითხი, რატომაც დაიძაბა ოპოზიციონერ და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელ პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ალასანია თინა ხიდაშელისთვის დაწესებულ პოლიტიკურ ჩარჩოებზე საუბრობს, რომელთა გამოც საქართველოს ამ დრომდე არ აქვს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა.

ალასანიას განცხადებას ხიდაშელმა გუშინ უპასუხა. ხიდაშელი ალასანიას ე.წ კაბელების საქმეში ბრალდებულების სამსახურში აღდგენის ფაქტსაც ახსენებს, იმის საჩვენებლად, რომ მისთვის პოლიტიკური ჩარჩოები არავის დაუწესებია.

თავდაცვის ყოფილ და მოქმედ მინისტრს შორის დაპირისპირების თემა საკმაოდ რთულია იმისათვის, რომ მხოლოდ ურთიერთბრალდებების გაცვლის საფუძველზე მოახრეხოს საზოგადოებამ საკითხში გარკვევა. კონკრეტული მიზეზის გასარკვევად, „ნიუპოსტი“ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. შაშკინმა ისაუბრა იმ მოლაპარაკებებზე, რომესალც საქართველო 2012 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებთან აწარმოებდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, სააკაშვილსა და ობამას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვიუნარიანობის ასამაღლებლად სამპუნქტიანი გეგმა შეიქმნა, რომლის პირველი პუნქტიც ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემა „ჰოკების“ განლაგებას მოიცავდა საქართველოს ტერიტორიაზე:

„ეს თემა, რომელზეც კამათი მოხდა ალასანიასა და ხიდაშელს შორის, მოდის 2012 წლიდან. მე ფაქტებს გეტყვით და მკითხველმა თავად განსაჯოს, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი. 2012 წლის დასაწყისში, პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრეზიდენტ ობამას შორის მიღწეული იყო შეთანხმება, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში ვიზიტის დროს ჰილარი კლინტონმა. ეს შეთანხმება ეხებოდა საქართველოს სამხედრო დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

კონკრეტულად იყო სამი კომპონენტი: ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემები, ვერტმფრენები და საზღვაო ძალების განვითარება. ამ სამი კომპონენტის შესახებ ყველა ექსპერტმა იცის და დიდი ხნის განმავლობაში ეს საკითხი განიხილებოდა.

2012 წლის სექტემბერში დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი ინჟინრები, აშშ-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო ინჟინრები, რომლებიც არკვევდნენ და გეგმავდნენ სად უნდა განლაგებულიყო ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები. კონკრეტულად იყო საუბარი „ჰოკზე“, არსებოს გაცილებით ძლიერი სისტემა, რომელსაც ჰქვია „პატრიოტი“. მაგრამ ეს უკანასკნელი საქართველოსთვის არ იყო საჭირო იმ მომენტისთვის. ამიტომ, არჩევანი „ჰოკების“ სისტემაზე გაკეთდა“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

შეგახსენებთ აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებას, სადაც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გაძლიერებას და იღებს მონაწილეობას მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში.

დიმიტრი შაშკინი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღნიშნული პროცესის გაყინვაზე საუბრობს და იხსენებს ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც „საფრანგეთის სამხედრო ტექნიკა აშშ-ს სამხედრო ტექნიკაზე უკეთესია“, საქართველომ საფრანგეთთან მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო:

„2012 წლის არჩევნების შემდეგ ეს პროცესი გაიყინა, გაჩერდა და 2013 წელს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ ამერიკულ სისტემებზე უკეთესზე არის ფრანგული და აქვთ სურვილი, რომ შეისყიდონ საფრანგეთისგან.

მაშინვე, მე დავსვი შეკითხვა. ამერიკის შეერთებული შტატები გვაძლევდა ამას უფასოდ, ეს იყო იმ შეთანხმების ფარგლებში, რასაც სააკაშვილმა და ობამამ მიაღწიეს და რომელიც ჰილარი კლინტონმა დაადასტურა. ანუ ისინი ამას დახმარების სახით გვაძლევდნენ. ახალმა მთავრობამ ამ დახმარებაზე უარი თქვა და მოლაპარაკება საფრანგეთთან დაიწყო. მოლაპარაკების პროცესში ალასანია გადადგა და დააბრალა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, რომ აეკრძალა ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა. როდესაც მინისტრად მოვიდა თინა ხიდაშელი, მან თქვა, რომ ამ პროცესს გააგრძელებდნენ საფრანგეთთან და ზარზეიმით საქართველოს მოსახლეობას მოახსენეს, რომ მოლაპარაკება დასრულდა და ხელი მოაწერეს. ანტისაჰაერო თავდაცვითი ფრანგული წარმოების სისტემები იქნება საქართველოში, შემდეგ ამ ყველაფერს გრიფი საიდუმლო დაედო და საზოგადოება დარჩა საინფრმაციო ვაკუუმში“, - განმარტავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

რამდენიმე თვის შემდეგ კი ცნობილი ხდება, რომ საქართველომ საკმაოდ დიდ თანხად საფრანგეთისგან ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემის სრული კომპლექტის შესყიდვის ნაცვლად შეიძინა მხოლოდ რადარები, რაც თავდაცვიუნარიანობის სრულფასოვნებას ვერ წარმოაჩენს:

„გავიდა დრო და დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოს მოსახლეობა აბსოლუტურად შემთხვევით იღებს ინფორმაციას. თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა და ამის შემდეგ ინფორმაციამ გაჟონა, რომ თურმე საფრანგეთთან ასე ზარზეიმით მიღწეული შეთანხმება, რომელიც საქართველოს შიგნით გაიყიდა, როგორც წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი, იყო სინამდვილეში მხოლოდ რადარების შესყიდვის ხელშეკრულება.

ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემის ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ეს არის რადარი, რომელიც ხედავს მოწინააღმდეგის სისტემას და მეორე კომპონენტი არის რაკეტა, რომლითაც ამ თვითმფრინავს ჩამოაგდებ.

ანუ ის, რაც ჩვენ, საზოგადოებას, მოგვყიდეს როგორც დიდი წარმატება თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით, გაირკვა, რომ არის მხოლოდ რადარების შეძენა, ანუ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა ახლა ასეთია: თუ მოწინააღმდეგის თვითმფრინავი შემოვა ჩვენს საჰაერო სივრცეში, მას დავინახავათ, მაგრამ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თავდაცვისთვის, რომ გქონდეს შესაძლებლობა, ეს მტრულად განწყობილი თვითმფრინავი ჩამოაგდო, თურმე არ გვაქვს“, - აცხადებს შაშკინი.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ არ გამოიყენა შესაძლებლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად გამოეყენებინა აშშ-ს მიერ შემოთავაზებული დახმარება. საზოგადოებამ კი თავად უნდა განსაჯოს ამ საკითხში ვინ არის მტყუან-მართალი:

„ერთი მხრივ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიგვეღო უფასოდ სისტემები, რომელიც მოიცავდა რადარებსაც და რაკეტებსაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიყიდეთ რადარები საფრანგეთისგან ძალიან მაღალ თანხაში, მაგრამ არ ვიყიდეთ რაკეტები.

ის მოლაპარაკება, რომელიც მიდიოდა შეერთებულ შტატებთან, ვერტმფრენებთან დაკავშირებით, ეს მოლაპარაკებაც გაუქმდა. ეს არის ის ფაქტები, რომელიც ამ სიტყვიერ დაპირისპირებას ეხება. საზოგადოებამ თავად მიიღოს გადაწყვეტილება და დასკვნა“, - დასძენს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

რა ხდებოდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ:

თავდაცვის უწყების სათავეში ჩადგომის შემდეგ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანიამ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ასეთი განცხადება გააკეთა: „საფრანგეთის სამხედრო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მათთან თანამშრომლობა, ერთობლივ პროექტებზე საუბარი. დღეს შევხვდით ჩვენთვის საინტერესო, პრაქტიკულად ყველა სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენელს და დავსახეთ თანამშრომლობის გზები“

მოგვიანებით საუბარი დაიწყო ალასანიას „დამოუკიდებელ თამაშზე“. „ირაკლი ალსანიას საფრანგეთში ვიზიტის დროს, იქ მოხდა ისეთი რაღაც, რამაც საქართველოს ხელისუფლება აიძულა რადიკალურად ემოქმედა“, - ამის შესახებ „ქრონიკა +“-სთან საუბრისას ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.

ე.წ კაბელების საქმეზე თავდაცვის უწყების თანამშრომლების დაკავება ალასანიას საფრანგეთში ვიზიტს დაემთხვა. რის შემდეგაც ალასანიამ თანამდებობა დატოვა, მოგვიანებით მან განაცხადა: „საჰაერო თავდაცვა, ანუ დაცული ცა არამხოლოდ უსაფრთხო ძილს ნიშნავს, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ არის სტაბილური ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა, არავინ, არცერთი ინვესტორი არ ჩადებს დიდ ფულს ჩვენს ქვეყანაში, თუკი მან არ იცის, რომ ეს ინვესტიცია იქნება დაცული, და თუკი მეზობელ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია შემოვიდეს და ხელი აფათუროს შენს საშინაო საქმეებში.“

ირაკლი ალასანიას თანამდებობა მინდია ჯანელიძემ დაიკავა. ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ საფრანგეთთან მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხზე არ ჩაშლილა.

ჯანელიძის შემდგომ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად თინა ხიდაშელი დაინიშნა. ხიდაშელმაც არაერთი განცხადება გააკეთა ზემოთ მოყვანილ თემაზე, განცხადებების შინაარსი კი ასე ჟღერდა: „შემიძლია 100%-იანი დადასტურებით გითხრათ, რომ საფრანგეთთან კონტრაქტს ხელს მოვაწერ“.

საკითხი, რომელიც 2012 წელს დაიწყო და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებას გულისხმობდა, რომლის ფარგლებშიც სრულებით უსასყიდლოდ შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს თავდაცვიუნარიანობის ამაღლება, თავდაცვის სამი მინისტრის პირობებშიც ბურუსითმოცული რჩება. შედეგად კი საქართველოს აქვს აშშ-სთან შეჩერებული მოლაპარაკებები და საფრანგეთისგან საკმაოდ დიდ თანხად შეძენილი მხოლოდ რადარები, რომელთა ფუნქციონირებაც რაკეტების გარეშე, ფაქტობრივად არაფრისმომცემია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42