მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კონგრესმენ პოს ასეთი მტკიცე მხარდაჭერისთვის- ჯანელიძე
პოლიტიკა - 16:21, 12 May, 2016     733
„ჩვენთვის ეს განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხელს უწყობენ და აძლიერებენ ჩვენს პოზიციებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარის, კონგრესმენ ტედ პოს განცხადების კომენტირებისას.

მინისტრის განცხადებით, კონგრესმენი პო გახლავთ აშშ კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოსგან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერა.

ტედ პომ ჯერ კიდევ გასულ წელს გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტის დროს დააფუძნა საქართველოს მეგობართა ჯგუფი დემოკრატ კონგრესმენთან ერთად და მას შემდეგ ამ ჯგუფის აქტიურობა ყოველდღიურად იზრდება.


„ისინი ძალიან აქტიურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ინტერესდებიან საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობით და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით. ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით. ჩვენ ყოველი ვიზიტის დროს ვახდენთ მათ ინფორმირებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, არამედ კონგრესის მხრიდანაც იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა, ცნობადობა იმ რეფორმების, რომელიც საქართველოში ხორციელდება და იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით კონგრესმენ პოს განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო, დასავლელი პარტნიორების თვალში, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების თვალში აღიქმება, როგორც ლიდერი ქვეყანა დემოკრატიული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ასევ მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმენმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, აშშ-ისა და ნატო-ს მოკავშირეების მხრიდან საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ საქართველოსა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა შედის ამერიკის ეროვნულ ინტერესებში.

„აღნიშნული შეფასებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კონგრესმენ პოს საქართველოს ასეთი მტკიცე მხარდაჭერისთვის. - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კონგრესმენმა ტედ პომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა ხმამაღლა დააფიქსირონ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42