"რესპუბლიკელები" პირველი დღიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ პრეზიდენტს- აბაშიშვილი
პოლიტიკა - 15:56, 12 May, 2016     1383

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან პრეზიდენტის მისამართით წამოსულ კრიტიკას გამოეხმაურა. აბაშიშვილის თქმით იმისდა მიუხედავად, რომ „რესპუბლიკური პარტია“ პრეზიდენტთან დაპირისპირებას უარყოფს, უახლოეს ისტორიაში მრავლად მოიპოვება ფაქტები, როდესაც „რესპუბლიკელები“ „ოცნებასთან“ ერთად გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ამის მაგალითად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პრეზიდენტის ვეტოების დაძლევაში „რესპუბლიკელების“ აქტიურობის მაგალითი მოიყვანა:

„ძალიან მიჭირს რაიმე ლოგიკური აზრის პოვნა თუ რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს „რესპუბლიკელები“ და „ქართული ოცნება“ მაგალითად ბატონი მეჭიაური. ვუსმენდი რა გუშინ ბატონი ბერძენიშვილის კომენტარს, ყველა ლოგიკა, აზრების და სიტყვების წყობა ძალიან გავდა პრეზიდენტის მისამართით „ქართული ოცნების“, მათ შორის მეჭიაურის მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებებს. ამავდროულად „რესპუბლიკელები“ საუბრობდნენ, რომ ისინი პრეზიდენტს მუდმივად მხარს უჭერდნენ, გუშინ ბერძენიშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ პირიქით ისინი პირველი დღიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ პრეზიდენტს. თუმცა ეს არის რესპუბლიკელების სტილი, ისინი ხან უარყოფენ, ხან დაადასტურებენ, ხან არც უარყოფენ და არც დაადასტურებენ. საღი აზრის გამოტანა აქედან იყო ძალიან რთული. მაგრამ ერთი რამ უნდა გავიხსენოთ „რესპუბლიკური პარტია“ ყოველთვის დიდი მონდომებით მონაწილეობდა პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ, ანტიკონსტიტუციურ კანონებზე ვეტოს დაძლევაში. უფრო მეტი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ბატონი ებანოძე, მის უფროს მეჭიაურთან ერთად იყო პასუხისმგებელი საბანკო ზედამხედველობის კანონზე, რომელიც ემსახურებოდა ეროვნული ბანკის დანაწევრებას. ეს კანონი საბედნიეროდ შეჩერებული იქნა, ამ კანონზე ყველა ჩვენმა პარტნიორმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდი რისკის შემცველი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამაზე კი პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებასთან ერთად იღებს რესპუბლიკური პარტიაც.“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რესპუბლიკელებისა" და "ქართული ოცნების" რამდენიმე წევრს შორის არსებული დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა, რომ მისთვის ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის სერიოზული განსხვავებები არ არის, რაგდან როგორც "რესპუბლიკელების" ასევე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების თაობაზე. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას არაკორექტული უწოდა "რესპუბლიკელმა" ლევან ბერძენიშვილმა და განაცხადა, რომ "რესპუბილკური პარტია" მუდამ იცავდა პრეზიდენტის ინსტიტუტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42