თბილისსა და სოფიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 11:48, 12 May, 2016     1252
თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და სოფიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი, ერთის მხრივ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ხოლო მეორეს მხრივ, ქალაქ სოფიას მერმა, იორდანკა ფანდაკოვამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიაში მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია ქალაქების მართვის სფეროებში არსებული საერთო მიზნების განხორციელებისა და სასურველი შედეგების მიღწევის ხელშეწყობა, ასევე, არსებული ურთიერთობების გაღრმავება და გაფართოება ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დარგებში. მხარეები განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით. ითანამშრომლებენ ქალაქგეგმარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში.

მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებამდე, თბილისის მერმა ბულგარელ კოლეგასთან ერთად ის ღონისძიებები დაგეგმა, რომელიც, დამეგობრების ფარგლებში, უახლოეს მომავალში განხორციელდება. მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.

"გამომდინარე იქიდან, რომ სოფია და თბილისი ერთნაირი სიდიდის ქალაქებია და ბევრი რამ აქვთ საერთო, ჩვენთვის მათი გამოცდილება საინტერესოა. განსაკუთრებით, ჩვენ გამოვყავით მუნიციპალური ტრანსპორტის სფერო, ვინაიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოდერნიზაციის პროექტები, რაც მათ განახორციელეს, ჩვენთვის არის საინტერესო და აღნიშნული პროცესები ჩვენს ქალაქში, სწორედ, ახლა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია კულტურის სფეროში თანამშრომლობა, ვინაიდან, ეს პირდაპირაა დაკავშირებული ტურისტების ურთიერთგაცვლასთან. ის ღირსშესანიშნაობები, რაც სოფიას და თბილისს გააჩნია, საინტერესო იქნება ტურისტებისთვის, ამიტომ შევთავაზებთ მათ ჩვენს შესაძლებლობებს და ვითანამშრომლებთ სხვა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, რაც ორივე მხარისთვის იქნება საინტერესო და სასარგებლო",- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42