გიორგი მღებრიშვილმა შვედეთში სამუშაო შეხვედრები გამართა
პოლიტიკა - 11:43, 12 May, 2016     836
სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ურბან აჰლინს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე იმსჯელეს.

გიორგი მღებრიშვილმა და ურბან აჰლინმა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობებიც განიხილეს, მათ შორის, სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის.

შს მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილა. „შსს-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციონალურ დონეზე. ჩვენი დიდი სურვილია, საქართველოსა და შვედეთის შს სამინისტროებს შორის ურთიერთობები ყველა დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდეს, მათ შორის, ინფორმაციის სისტემატური გაცვლის, პოლიციის ატაშეების, ევროპოლისა და ინტერპოლის მეშვეობით, “ - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

შვედეთის სამეფოს პარლამენტში საქართველოს შს მინისტრი იუსტიციის კომიტეტის ხელმძღვანელს, ბეატრის ასკსაც შეხვდა.

შეხვედრაზე ბეატრის ასკმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გიორგი მღებრიშვილი საქართველოს პირველი შს მინისტრია, რომელიც სამუშაო ვიზიტით შვედეთს ეწვია. „ამ ფაქტის გამო უაღრესად მოხარულები ვართ. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმ წარმატებული რეფორმების თაობაზე, რომლებიც საქართველოს შს სამინისტროში ხორციელდება. ვხედავთ და ვაფასებთ იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებსაც, რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით დგამთ“, - განაცხადა შვედეთის სამეფოს პარლამენტის იუსტიციის კომიტეტის ხელმძღვანელმა.

გიორგი მღებრიშვილმა ბეატრის ასკთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შს მინისტრის თქმით, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, შვედეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნის საკითხი აქტიურად განიხილება. „საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, ანდერს იგემანთან, სადაც კონკრეტულ სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა, - პოლიციის ატაშეს წარგზავნა, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ჩვენს სამინისტროებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, მუდმივად გავცვალოთ საჭირო ინფორმაცია, ერთობლივად დავუპირისპირდეთ არსებულ გამოწვევებს და უპირველეს ყოვლისა, მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია. ამ მხრივ, საპოლიციო თანამშრომლობას ალტერანტივა არ აქვს“.

შვედეთის სამეფოს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს შს მინისტრი ნაციონალური პოლიციის ოპერატიული მართვის ცენტრს ეწვია. ცენტრის ხელმძღვანელებმა გიორგი მღებრიშვილს ოპარატიული მართვის ოთახი დაათვალიერებინეს, სტრუქტურის მუშაობისა და სპეციფიკის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს.

შვედეთში საქართველოს შს მინისტრის სამუშაო ვიზიტი დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42