იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივნისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლთა კრიტიკა მიუღებელია. ლევან მურუსიძის მტკიცებით არჩევნებში მონაწილეობით კანონი არ დაურღვევია და არც ინტერესთა კონფლიქტი გამოუწვევია.
„მესაკუთარი კანდიდატურის კენჭისყრაზე მონაწილეობა არ მიმიღია და საკუთარი თავისთვის ხმა არ მიმიცია. მე იმ პირებს ვისაც ხმა მივეცი არათუ კონკურენცია გავუწიე, პირიქით დავეხმარე. მე ხელი არ შემიძლია არჩევნებისთვის. არასამთავრობოებს რა თქმა უნდა უფლება აქვთ, რომ პარლამენტს ანგარიში წარუდგინონ, პარლამენტის საქმეა გაითვალისწინებს თუ არა. მიღებული კანონის მიხედვით მოქმედება კი ჩვენი საქმეა.“- განაცხადა ლევან მურუსიძემ, კურიერთან სატელეფონო საუბრისას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშს წარადგენს. საიას აქცენტს იმ კანონდარღვევებზე გააკეთეს, რასაც გასულ წელს ადგილი ქონდა იუსტიციის საბჭოს მუშაობაში თუ მათ მიერ ჩატარებულ არჩევნებში. არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები






