,,რესპუბლიკელები ივანიშვილის ნათქვამის პოლიტიკურ თარგმანს აკეთებდნენ“ - კაციტაძე
პოლიტიკა - 10:30, 12 May, 2016     1505
პრეზიდენტის კრიტიკაზე რესპუბლიკელების მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს ,,ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი. მამუკა კაციტაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეფასება და ერთგვარი გაიგივება ქართული ოცნებისა და რესპუბლიკური პარტიისა, დანახული იყო განვლილი სამწელიწადნახევრიან ჭრილში.

,,ამ პერიოდის განმავლობაში, როცა კოალიციაში შემავალი პარტიები ერთ ხმაში საუბრობდნენ, დღეს არ უნდა იყოს არავისთვის გასაკვირი და მიუღებელი, რომ ვინმემ - იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვა პირი, გაიხსენოს ის შეფასებები, რომელიც მართლაც არსებობდა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. რესპუბლიკური პარტიის ლიდერები, რომლებიც პოლიტიკაში გამოცდილები არიან, ხშირ შემთხვევაში ივანიშვლის ნათქვამის პოლიტიკურ თარგმანს აკეთებდნენ ხოლმე და რაღაცნაირად ალამაზებდნენ პოლიტიკური თვალსაზრისით. ხშირად ეს იყო იდენტური შეფასება სხვა ტექსტებით და სხვა ტერმინებით და ა.შ. ჩემი აზრით, ეს ჰქონდა მხედველობაში პრეზიდენტს, როცა გაიგივება გააკეთა ქართული ოცნებისა და რესპუბლიკური პარტიის. ამავე კონტექსტში შეიძლებოდა კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების მოხსენიებაც, მაგრამ დღეს რესპუბლიკური პარტიის მდგომარეობა არის სხვაგვარი - ისინი აღარ არიან კოალიციაში, მაგრამ არიან უმრავლესობაში, რჩებიან მთავრობაში, მაგრამ ამავე დროს პირველი დარტყმის ობიექტი გახდნენ კოალიცია ქართული ოცნების ცალკეული სუბიექტების მხრიდან. ასეთ დროს, ნებისმიერი კრიტიკა მათ მიმართ, მითუმეტეს პრეზიდენტის მხრიდან, მტიკივნეულია და მათ უწევთ ამ დარტყმების სხვადასხვა მიმართულებით მოგერიება“ - აცხადებს კაციტაძე.

,,მემარჯვენეების“ ლიდერი ,,რესპუბლიკელების“ პოზიციაში ყოფნას არასასურველად მიიჩნევს, თუმცა მათ მიმართ გამოხატულ კრიტიკასაც ბუნებრივს უწოდებს.

,,არ უნდა გაგიკვირდეს, როცა შენ პოლიტიკურ მზარობას აცხადებ ისეთ ეკლექტურ კოალიციაში ყოფნაზე, როგორიც იყო ქართული ოცნება, ისეთ საკითხებზე ან გაჩუმებაზე ან მხარდაჭერაზე, რომელსაც ამ წლების განმავლობაში პერმანენტულად ჰქონდა ადგილი და ეს პოზიცია გიღირს იმად, რომ შენ კოალიციაში ადგილი შეინარჩუნო და პოლიტიკური დივიდენდები მიიღო, უნდა ფიქრობდე იმაზეც, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება სხვადასხვა ამ ტიპის და ამ ხასიათის კითხვებზე მოგიწიოს პასუხების გაცემა“ - აცხდებს კაციტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42