კუკავა ამბობს, რომ რესპუბლიკელებს არ უნდა ეწყინოთ, როცა წარსულ პოლიტიურ ქმედებებზე ანგარიშს მოსთხოვენ
,,გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და უნდა იცოდნენ, მაშინ როცა ,,აპრავებდნენ“ ბევრ ისეთ რამეს, რაც არ იყო სწორი და რის მიმართაც ქართული საზოგადოება არ იყო განწყობილი პოზიტიურად, ბუნებრივია, მიუხედავად ოპოზიციის მანტიის მოსხმისა, მათ ამაზე ანგარიშს მოსთხოვენ. გიორგი მარგველაშვილიც ჩვეულებრივი ადამიანია, მე მისთვის პირადა ხმა არ მიმიცია და შეიძლება არც ეხლა მივცე, იდეოლოგიურად და ფასეულობების კუთხითაც სრულიად განსხვავებული პოზიცია მაქვს მისგან, მაგრამ გიორგი მარგველაშვილი არის იშვიათი შემთხვევა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენს საპრეზიდენტო ისტორიაში, როცა მან გამოიჩინა უდიდესი პასუხისმგებლობა გამომდინარე არა მისი პარტიულობდა, როგორც ხდება ხოლმე ეს საქართველოში, არამედ გამომდინარე მისი თანამდებობიდან. ამ კაცმა თქვა, რომ მე მოვიქცევი ზუსტად ისე, როგორც ამას კონსტიტუცია მკარნახობს. იმ დღიდან მისი მტერი გახდა მთელი მთავრობა და უმრავლესობა. რატომ არ გააკეთა ასეთი კომენტარი პრეზიდენტმა ეროვნული ფორუმისა და კონსერვატორების მიმართ. იმიტომ რომ ფორუმს და კონსერვატორებს არასოდეს გამოუდიათ თავი ევრპულ ფასეულბებზე, დემოკრატიასა და ასეთ მაღალ მატერიებზე, რესპუბლიკელები იყვნენ თავი რომ წაგვაჭამეს, რომ მხოლოდ მათ იციან რა არის სახელმწიფო, ინსტიტუტები... როგორც კი საქმე საქმეზე მიდგა და პრაქტიკული საკითხები გახდა გადასაწვეტი, მართლაც საწყენი იყო გიორგი მარგველაშვილისთვის, რომ მან ვერ მიიღოს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდჭერა და ნეიტრალური დამოკიდებულებაც კი. მე ვფიქრობ, ის განცხადება პრეზიდენტის მხრიდან კიდევ რბილად იყო ნათქვამი“ - აცხადებს კუკავა და ფიქრობს, რომ რესპუბლიკელებს სხვა საკითხებზეც მოუწევთ პასუხების გაცემა.
,,კიდევ ბევრ რამეს გაახსენებენ რესპუბლიკელებს, მათ შორის პოზიციას მაჟორიტარებზე, საგარეო პოლიტიკაზეც და ა.შ. არ უნდა ეწყინოთ, მე მესმით რესპუბლიკელებისაც, მათ აქვთ შეგრძნება, რომ ,,წაქცეულს ურტყამენ“, გასაგებია, მაგრამ გაიხსენონ ბერძენიშვილებმა როგორ გველაპარაკებოდნენ თუნდაც ჩვენ, არასაპარლამენტო ოპოზიციას - 2%-იანებს და 1%-იანებს გვეძახდნენ, გაქრით რადარებიდან და ა.შ. ამიტომ უნდა ახსოვდეს ყველას, რომ პოლიტიკაში არის აღმართი და დაღმართი, უნდა იფიქრო რომ ხელისუფლებაში ყოფნა მუდმივი არ არის“ - აცხადებს კუკავა.
მასალის გამოყენების პირობები






