დიმიტრი ქუმსიშვილი სტარტაპების ხელშეწყობის საკითხში ამერიკელ ექსპერტს კრისტოფერ ფონგს შეხვდა
პოლიტიკა - 19:03, 11 May, 2016     562

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სტარტაპების ხელშეწყობის საკითხში ამერიკელ ექსპერტს კრისტოფერ ფონგს შეხვდა, რომელიც ამ მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონსულტირებას ახორციელებს. შეხვედრას ასევე დაესწრო აღნიშნული საააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა, რომ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მისი თქმით, კრისტოფერ ფონგის ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ტექნოლოგიურმა პარკმა ეფექტურად უზრუნველყოს სტარტაპების ხელშეწყობა, მეტი ინფორმაცია მიაწოდოს სტარტაპებს, თუ როგორ გახდნენ კონკურენტუნარიანები.

ირაკლი ქაშიბაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სტარტაპების დაფინანსებას, ასევე საკონსულტაციო ელემენტებს და ინფრასტრუქტურასთან დაშვებას.

კრისტოფერ ფონგს დიდი გამოცდილება როგორც სტარტაპების დაფინანსების, ასევე მათი განვითარების კუთხით. ის 2006 წლიდან იკავებდა აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციებს ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორებიცაა, მაგალითად, Gooogle, Expedia, ის ასევე მენტორობდა წარმატებულ სტარტაპებს და დაარსა Xooglerpreneurs (Ex-Google Entrepreneurs Community).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42