პრემიერი მეჭიაურს პასუხობს - ,,საკუთარი თავის დამკვიდრების მცდელობა და ქვეყნის იმიჯისთვის საზიანო“
პოლიტიკა - 17:38, 11 May, 2016     3464
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამაზ მეჭიაურის განცხადებას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ქვეყნის იმიჯისთვსი საზიანოს უწოდებს.

აღნიშნული განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა ქართულ-ამერიკული სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალის დროს მედიასთან გააკეთა

,,დღეს ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა წინასაარჩევნო გარემო და ამ გარდამავალ პერიოდში, სხვადასხვა განცხადებები, რომელიც გენერალურ და სტრატეგიულ ხაზსს არის აცლებული, ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარია ის, თუ როგორი იქნება საქართველოს განვითარების ვექტორი და ამ კუთხით შეკითხვები არ არსებობს. მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართვას, არ არის მუდმივი ორგანიზმი, ის არის განახლებადი და ამ პროცესში ვიმყოფებით ჩვენ. ამდენად, ყველანაირი ვაი-ვიში, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის ატეხილი, სრულიად უადგილოა, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პოლიტიკურად დამკვიდრების მცდელობას და აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს უსაფრთხოება და საქართველოს მოქალაქეების მშვიდი ცხოვრება გადის ერთადერთ გზაზე – ეს არის თანამშრომლობა დასავლელ პარტნიორებთან.

„საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და უსაფრთხოება საქართველოში, საქართველოს მოქალაქეების მშვიდი ცხოვრება გადის ერთადერთ გზაზე და ეს გზა არის თანამშრომლობა დასავლეთთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ქართულ-ამერიკული სწავლება საფრთხედ კვირიკაშვილის თანაგუნდელმა თამაზ მეჭიაურმა მოიხსენია, „ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით მაშინ როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალის კონცენტრაცია არ უნდა ხდებოდეს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42