დღეს, 11 მაისს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,რესპუბლიკელებმა" დაარეგისტრირეს საკრებულოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თბილისის საკრებულოში ფრაქციების მიერ ინიცირებული სამართლებრივი აქტის პროექტების განხილვის დაჩქარებულ წესს.
დღემდე საკრებულოს რეგლამენტი არ ითვალისწინებს ვადებს, რა დროშიც საკრებულოს თავმჯდომარე მსვლელობას მისცემდა დარეგისტრირებული სამართლებრივი აქტის განხილვას, რის გამოც ხშირად ფრაქციებისა და საკრებულოს დამოუკიდებელი წევრების მიერ ინიცირებული პროექტები განხილვის გარეშე რჩებოდა.
ცვლილების მიხედვით საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებული იქნება არაუგვიანეს სამი დღის ვადაში დარეგისტრირებული სამართლებრივი აქტის პროექტი განხილვისთვის გადასცეს თავმჯდომარის მოადგილეებს, კომისიებსა და ფრაქციებს.
მასალის გამოყენების პირობები






