კანის კიბოს სხვადასხვა ფორმის დიაგნოსტიკა-გამოვლენის მიზნით უფასო გამოკვლევები ჩატარდება
პოლიტიკა - 16:35, 11 May, 2016     3476
კანის კიბოს და მელანომის დიაგნოსტიკისა და ადრეული გამოვლენის მიზნით, პანევროპული კამპანია „ევრომელანომა 2016-ის“ ფარგლებში, 14-15 მაისს, თბილისში მოსახლეობის უფასო გამოკვლევა ჩატარდება.

კანის კიბოს სხვადასხვა ფორმის გამოსავლენად და დროული მკურნალობის დასაწყებად, კამპანია „ევრომელანომა“ საქართველოში მეხუთედ ტარდება და წელს მისი ლოზუნგია „მზე ყველგან ასხივებს და არა მხოლოდ სანაპიროზე!“.

სკრინინგის ორგანიზატორია „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია“. გამოკვლევებს ჩაატარებენ დერმატოლოგები, ონკოლოგები და პლასტიკური ქირურგები. თბილისში სკრინინგის ჩატარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2 30 54 17 და 2 18 22 58.

„საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ პრეზიდენტის, „ევრომელანომას“ ნაციონალური წარმომადგენლის, ექიმ-დერმატოლოგ, პროფესორ ლალი მეკოკიშვილის განცხადებით, კამპანიის მიზანია ყურადღების გამახვილება მზისგან დაცვის ღონისძიებების მნიშვნელობაზე, რადგან, მისივე განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მზის სხივებისგან თავს არ იცავს.

დერმატოლოგების განცხადებით, ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ხარჯებს და პაციენტის გადარჩენის შანსს ზრდის.

საქართველო პანევროპულ კამპანიას „ევრომელანომა“ 2012 წელს შეუერთდა და წლების განმავლობაში ამ კამპანიის ფარგლებში 4000-მდე მოქალაქე გაისინჯა. გამოვლინდა სამიზნე დაავადებები, მათ შორის, მელანომა და არამელანომური კიბო და ჩატარდა უფასო ოპერაციები.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის მერია „ევრომელანომა 2016-ის“ მხარდამჭერია და დედაქალაქის მოსახლეობას დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩატარებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, კანის კიბოს შემჩნევა შესაძლებელია და დროული აღმოჩენის შემთხვევაში ის განკურნებადია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42