ჩატადრება თუ არა არჩევნები გერმანული მოდელით - არასაპარლამენტოებს საპარლამენტო უმცირესობის იმედი აქვთ
პოლიტიკა - 17:09, 11 May, 2016     1308
ინტერპარტიული ჯგუფის სახელით საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. გერმანული მოდელის საპარლამენტო განხილვის ინიციატივა უკვე შევიდა.

როგორც ედპ-ს მთავარ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, დღევანდელი სისტემით ჩატარების შემთხვევაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა აუცილებლად შეექმნება.

"ეს არის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებისადმი, რათა საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში გერმანული მოდელის ინიცირება მოხდეს. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ინიცირება აუცილებლად მოხდება და ჩვენ შევეცდებით საქართველოს პარლამენტში თემატური უმრავლესობა შეიქმნას. რომელიც სისტემის რეფორმირებას მოახდენს"- აღნიშნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

მისი თქმით, ე.წ გერმანული მოდელი 2016 წლის არჩევნებისათვის, არ აუქმებს ერთ მანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს, მაგრამ მანდატებს ანაწილებს პროპორციულად.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ კი აღნიშნა, რომ ინტერპარტიულმა ჯგუფმა შეხვედრაზე ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

"ინტერპარტიული ჯგუფის მიერ გერმანული მოდელის საპარლამენტო განხილვის ინიციატივა უკვე დამტკიცდა და ის შევა პარლამენტში. 2016 წლის არჩევნების ე.წ გერმანული მოდელით ჩატარება აბსოლუტურად მოსწრებადია. მას არ სჭირდება საკონსტიტუციო პროცედურები, რომელიც დროში იქნება გაწელილი. თუ საქართველოს პარლამენტში მოგროვდა 76 მხარდამჭერი უახლოესი კვირების განმავლობაში ვიხილავთ ამ შედეგს. მეორე საკითხის რაც შეეხება, ჩვენ გადაუგზავნით სპეციალურ წერილს "ქართულ ოცნებას" ჩვენ ვითხოვთ ოფიციალურ პასუხს ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებათა პაკეტზე, რომელიც სამუშაო ჯგუფში დადო"- აღნიშნა კაციტაძემ.

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა აქცენტი გააკეთა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე და აღნიშნა, რომ მათი თქმით, წამყვანი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად ურჩევდნენ, რომ არჩევნები სამხარეო პროპორციულ სისტემით ჩაეტარებინათ.

"თუ ხელისუფლება 200 ათასი ხელმოწერით შეტანილი საკონსტიტუციო ინიციატივას ჩააგდებს ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება, ეს არჩევნები იქნება პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრობლემების მქონე, რაც ამ ხელისუფლებისთვის იქნება უზარმაზარი პრობლემა" - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ინტერპარტიული ჯფუფის წევრების განცხადებით, მათ მიერ გადაგზავნილ ინიციატივას, პარლამენტში განსახილველად საპარლამენტო ოპიზიცია გაიტანს.

არასაპარლამენტოებს ნაციონალური მოძრაობის, თავისუფალი დემოკრატების და რესპუბლიკელებისმხარდაჭერის იმედი აქვთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42