"NATO-ს წვრთნები თავის ტკივილია რუსეთისთვის და საქართველოში მყოფი რუსეთუმეებისთვის"- კაციტაძე
პოლიტიკა - 15:48, 11 May, 2016     2139
ქართულ-ამერიკული "სწავლება ღირსეული პარტნიორი 2016"-ის ოფიციალურად დაწყებას "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე აფასებს.

კაციტაძისთვის მიუღებელია ამ თემაზე უმრავლესობის რიგი დეპუტატების შეფასებები, რომლის მიხედვითაც წვრთნა რუსეთს გააღიზიანებს და ის საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა ტარდებოდეს.

"როდესაც საუბარი იყო ნატოს საწვრთნელი ბაზის შექმნაზე საქართველოში, ახალი მემარჯვენეები მივესალმეთ ამ ფაქტს. ნატოს არაწევრ ქვეყანაში საწვრთნელი ცენტრის შექმნა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. დღეს კი აღმოჩნდა რომ ცალკეული პოლიტიკოსები ამ ცენტრის შექმნას საფრთხედ მიიჩნევენ. ნატო არის რუსეთის აგრესიის შემაკავებელი ერთადერთი საშუალება მსოფლიოს რეალობაში. ეს წვრთნები შეიძლება თავის ტკივილს წარმოადგენს რუსეთისთვის, ან საქართველოში მყოფი რუსეთუმეებისთვის, მაგრამ რეალურად ნატო არის საქართველოს მოსახლეობის სიმშვიდის გარანტი"- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

ქართულ-ამერიკული "სწავლება ღირსეული პარტნიორი 2016" ოფიციალურად დაიწყო. მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. ისინი ორი კვირის განმავლობაში ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გაივლიან სწავლებას.

ღირსეული პარტნიორი უკვე მეორედ ტარდება საქართველოში. სწავლება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42