„ვისაც სურს გაიგოს, როგორ გამოიყურება პარტნიორობა, თქვენ მას ხედავთ - 1200-მდე ქართველი, ბრიტანელი და ამერიკელ სამხედრო მოსამსაუხრე გვერდიგვერდ დგანან, როგორც თანამებრძოლები. ეს გვაჩვენებს სამმაგ ზრდას. დღეს ვხედავთ M12, "აბრამსის" ტანკების მონაწილეობას, რომლებიც ბულგარეთიდან ზღვით იყო გადმოზიდული, რათა მონაწილეობა მიეღო ამ წვრთნებში. პირველად მოხდა, რომ "აბრამსის" ტანკები მონაწილეობენ საქართველოს სწავლებაში. ეს მიმდინარე სწავლება გვაჩვენებს ჩვენი ამბიციების თამასას, რომ ნატო-ს პარნიორები და მოკავშირეები თავის პასუხისმგებლობას სერიოზულად უდგებიან. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ როლს, რომელსაც საქართველო კვალვდაკვლავ მიყვება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში. დღევანდელ სწავლებას შემთხვევით არ დაერქვა ეს სახელი, რადგან საქართველო ღირსეული პარტნიორი გახლავთ. ორი კვირის განმავლობაში თავს მოვიყრით ერთად, რათა აღვნიშნოთ საქართველოს 25 წლის დამოუკიდებლობის იუბილე“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა.
მასალის გამოყენების პირობები






