საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაზიანში მიმდინარე წვრთნას ესწრება, რომლის ფარგლებშიც მან ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. კვირიკაშვილმა წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და განმარტა, რომ დღეს განსხვავებული გარემოს წინაშე ვდგევართ, მის ფარგლებში გაკეთებული გარკვეული განცხადებები კი გენერალურ და სტრატეგიულ ხაზს არის აცილებული:
„დღეს ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა წინაასარჩევნო გარემო და ამ გარემოში, გარდამავალ პერიოდში სხვადასხვა განცხადება, რომელიც გენერალურ ხაზს და სტრატეგიულ ხაზს არის აცილებული, ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავრია ის, როგორი იქნება საქართველოს განვითარების ვექტორი, ამ კუთხით საქართველოში შეკითხვები არ არსებობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავს, არ არის მუდმივი ორგანიზმი, ის არის განახლებადი,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






