ხელისუფლება საქართველოს პოლიგონად სთავაზობს დასავლეთსა და რუსეთს - ახვლედიანი ქართულ-ამერიკული სწავლებას უარყოფითად აფასებს
პოლიტიკა - 15:24, 11 May, 2016     1345
ნინო ბურჯანაძის პარტია მიიჩნევს, რომ ქართულ-ამერიკული სწავლება ქვეყნისთვის შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ახვლედიანმა ქართულ-ამერიკული სწავლების დაწყებასთან დაკავშირებით პარალელი 2008 წლის წვრთნებთან გაავლო და აღნიშნა, რომ 8 წლის წინ საქართველო რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩა.

"როდესაც საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ძალები და ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები არ ფიქრობენ იმაზე, რომ საკუთარი ქმედებებით შეიძლება საქართველო როგორც პოლიგონი შესთავაზონ დაპირისპირებულ დასავლეთსა და რუსეთს. საქართველოს კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარის ან ტექნიკის გადაადგილება საქართველოს პარლამენტის ნებართვით უნდა მოხდეს. არ მახსოვს ამ საკითხზე პარლამენტში რაიმე სახის კენჭისყრა ჩატარებულიყო და ნატო-ს სამხედრო ტექნიკისათვის ნებართვა მიეცათ მისულიყვნენ ფოთიდან პოლიგონამდე. სამწუხაროდ, ამგვარი პრეცენდენტები 2008-შიც ნანახი გვაქვს, როცა სიტუაცია კონფლიქტის ესკალაციამდე მივიდა, სადაც საქართველო სრულიად მარტო დარჩა რუსეთის წინაშე. ჩვენივე ქვეყანა არ უნდა გავხადოთ დაპირისპირებული სახელმწიფოების პოლიგონად"- აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

ქართულ-ამერიკული "სწავლება ღირსეული პარტნიორი 2016" ოფიციალურად დაიწყო. მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. ისინი ორი კვირის განმავლობაში ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გაივლიან სწავლებას.

ღირსეული პარტნიორი უკვე მეორედ ტარდება საქართველოში. სწავლება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42