"რუსეთის გაღიზიანება გასაგებია, მარგამ მე არ მეგონა და გაუგებარია, ჩვენს ხელისუფლების და უმრავლესობის ასეთი გაღიზიანებული პოზიცია წვრთნებთან დაკშვრიებით, თუმცა ის განცხადებები, რომლებიც კეთდება უმრავლესობის წევრებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გვიჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკა არ აქვს. ამ ფონზე კვირიკაშვილის ერთი შეხედვით ქმედითი განცხადებები და ნაბიჯები დასავლეთის მიმართულებით შეიძლება აღმოჩნდეს ქიმერა, გამომდინარე იქიდან, რომ მას მხარს არ უჭერს უმრავლესობა"- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
მისი თქმით, დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მხრიდან ნატოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების უკან კონკრეტული ადამიანები დგანან.
"მოდი შევთანხმდეთ, რომ მეჭიაურის განცხადებების უკან, გარკვეული გუნდიც დგას. პრემიერი საგარეო ვექტორზე სხვა რამეზე საუბრობს, ის ადამიანები კი ვინც ნიშნავს მას სულ სხვა განცხადებებს აკეთებენ"- განმარტა ედპ-ს ლიდერმა.
ქართულ-ამერიკული "სწავლება ღირსეული პარტნიორი 2016" ოფიციალურად დაიწყო. მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. ისინი ორი კვირის განმავლობაში ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გაივლიან სწავლებას.
ღირსეული პარტნიორი უკვე მეორედ ტარდება საქართველოში. სწავლება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






