სწავლების დასრულების შემდეგ, საქართველოს პირველად ეყოლება NATO-ს ქართული შენაერთი- ხიდაშელი
პოლიტიკა - 14:30, 11 May, 2016     2808
ქართულ-ამერიკული სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე იმართება. გახსნნის ცერემონიალს ესწრება საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი , თავდაცვის მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს სიტყვით მიმართა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით ამ სწავლების დასრულების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება ნატოს რეაგირების ძალების სერთიფიცირებული ქართული შენაერთი. ხიდაშელის თქმით საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ისევე როგორც ბალტიის ქცვეყნები, ასევე ალბანეთი და მონტენეგრო და როგორც ორად გაყოფილი გერმანია თავის დროზე:

„განსაკუთრებით მინდა მივესალმო ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ღონისძიებას შემოუერთდნენ და ჩვენტან ერთად იღებენ მონაწილეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულში. ორი ძალიან კარგი ამბავი მინდა გითხრათ, ერთზე პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, აუცილებლად გახდება ამ დემოკრატიული ქვეყნების ერთობის, ოჯახის წევრი, ზუსტად ისე როგორც ლიტვა და ლატვია, ისე როგორც ალბანეთი და მონტენეგრო სულ ახლახანს და ზუსტად ისე როგორც ორად გაყოფილი გერმანია თავის დროზე. ერთიანი, თავისუფალი დემოკრატიული საქართველო თავისი შეიარაღებული ძალებით. რატომ არის ეს წვრთნები ასეთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული? ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზია, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ამ სწავლების დასრულების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება ნატოს რეაგირების ძალების სერთიფიცირებული შენაერთი, პირველი, ოფიციალური, ნატოს ქართული შენაერთი ნატოს სამკლაურებით. მეორე კარგი ამბავი არის ის რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ სწავლებას შემოუერთდნენ არიან საუკეთესო გზავნილი მტრისთვის და მოყვარისთვის, აგრესორისთვის და პარტნიორისთვის, რომ აქ, ამ მიწაზე არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება, რომ ჩვენ სამშობლოში აგრესორებს გაშლილი დროშებით არასოდეს არ დახვდებიან, სწორედ ეს თაობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანი ურყევი და შეუცვლელი იყოს“- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42