"უბრალოდ სირცხვილია" - თინათინ ხიდაშელი ალასანიას უპირისპირდება
თინათინ ხიდაშელი მის უწყებასთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის უწყების მოქმედ ხელმძღვანელს მისგან განსხვავებით პოლიტიკური ჩარჩოები აქვს დაწესებული, თინათინ ხიდაშელი სირცხვილს და უსაფუძვლო ბრალდებებს უწოდებს. ხიდაშელი ალასანიას ე.წ კაბელების საქმეში ბრალდებულების სამსახურში აღდგენის ფაქტსაც ახსენებს, იმის საჩვენებლად, რომ მისთვის პოლიტიკური ჩარჩოები არავის დაუწესებია:
"ეხლა დავბრუნდი ქვეყანაში და ეს ამბავი დამხვდა: “ხიდაშელის უწყებას ის პოლიტიკური ჩარჩოები დაუწესეს, რასაც მე ვერ მიწესებდნენ” საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით.”- აღნიშნა ალასანიამ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას.
რატომღაც მეგონა საჰაერო თავდაცვის თემა დასრულებული იყო, შევცდი, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების ერთ ერთი უმნიშვნელოვანისი საკითხი და სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ არავის ავყვე სპეკულაციებსა და ტყუილის ტირაჟირებაში. ეს არის თემა, სადაც სამწუხაროდ არ მაქვს უფლება და შესაძლებლობა, ხელშეკრულება რომელსაც მე მოვაწერე ხელი და რომელიც მის დროს მომზადდა საჯარო გავხადო, ან მათი შედარებითი ანალიზი გავაცნო საზოგადოებას. ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, იმის სადემონსტრაციოდ, თუ სინამდვილეში რამდენად აბსურდულია სპეკულაცია, და რას მივაღწიეთ 2 თვეში 24 საათიანი მუშაობით სწორედ ჩემი მინისტრობის შემდეგ.
უბრალოდ სირცხვილია. განსაკუთრებით სირცხვილია, იმიტომ რომ ერთი წელი გავიდა, ყველაფერი გავაკეთე რომ უპასუხოდ დამეტოვებინა ბრალდებები, მაგრამ როდესაც პრორუსული შეტევების ნარატივში ეწერება ვინმე, როდესაც სრულიად ღია, თავაშვებული, მართული, კონცენტრირებული შეტევა მიმდინარეობს და ვინმე ხელის მოსაკიდი ადგილის ძებნას იწყებს, შეუძლებელია ეს უპასუხოდ დავტოვო.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ხელშეკრულების ხელმოწერამდეც და მისი შემდეგაც მუდამ გამოხატავდა უკმაყოფილებას და ეს, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობისათვის უმნიშვნელოვანესი თემა უდიდესი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქცია. კიდევ უფრო მეტად იმის შემდეგ, რაც რეალურად აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მონდომება და საკმარისი პოლიტიკური ნება იყო საჭირო ამ საქმის უკეთ გასაკეთებლად და ბოლომდე მისაყვანად. მე მინისტრობის პირველივე დღეს ვთქვი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოვაწერ ხელშეკრულებას ხელს-თქო, და ზუსტად ისე, როგორც ყველა სხვა პირობის შემთხვევაში რომელიც მინისტრად დანიშვნის დროს დავდე აქაც მყისიერად ვაჩვენეთ შედეგი. სპეკულაციების დასრულების მიზნით, შარშან ივლისში, პარიზიდან ჩამოსვლისთანავე ჩემი ინიციატივით საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა, სადაც სრულიად ნათლად და ცალსახად წარვადგინეთ პირობები, სხვაობა მანამდე არსებულ ვერსიასა და ხელმოწერილ დოკუმენტს შორის. გაუმჯობესებული პირობები, გაუმჯობესებული თავდაცვა, უკეთესი ცა. მე პირადად, სამჯერ მივმართე თდ-ების წარმომადგენელს ნდობის ჯგუფში კითხვები დაესვა, ასეთის არსებობის პირობებში რათა არაფერი დარჩენილიყო პასუხგაუცემელი. ზურა აბაშიძეს არც ერთი კითხვა არ ქონდა, არც ერთ პრეტენზია არ წამოუყენებია და არც ერთი შენიშვნა არ ქონია. არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ ამ თემას წერტილი დაესვას. უბრალოდ სირცხვილია, როცა ზუსტად იცი, რომ საჯაროდ შინაარსს ვერ მოყვებიან და პირობებს ვერ გააცნობენ საზოგადოებას. აქ მხოლოდ ჩემს რეპუტაციაზე არ ვსაუბრობ, ეს ქვეყნის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი თემაა, და როდემდე შეიძლება ეს ყალბი გოდება და უსაფუძვლო საუბრები ვისმინოთ, რომ შეიძლებოდა ქვეყნის უკეთ დაცვა და ვინმემ ეს არ გააკეთა, დაწესებული პოლიტიკური შეზღუდვების გამო.
საჯაროდ მივმართავ ყოფილ მინისტრს, ზუსტად, დეტალურად წარმოადგინოს პრეტენზიების სია, პოლიტიკური შეუძლებლობების სია, დეტალურად განმარტოს პოლიტიკური ჩარჩოების არსი, კომპონენტები, კონკრეტული გამოხატულება. როგორც ჩანს ბატონმა ირაკლიმ, ხიდაშელისთვის დაწესებული პოლიტიკური ჩარჩოები ყველაზე ნათლად კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების სამსახურში დაბრუნების დროს დაინახა და იმის შემდეგ არ ტოვებს განცდა, დამეხმაროს ამ შეზღუდვების მოხსნაში."- წერს თინა ხიდაშელი ფეისბუკზე
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა