„დილით ადრე გავქანდი საავადმყოფოში...მეგონა გრეის ანატომიის გმირი ვიყავი“- ნანუკა ჟორჟოლიანი
სოც.მედია - 12:28, 11 May, 2016     22707

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ფეისბუკ მეგობრებს საავადმყოფოში გატარებული რამდენიმე საათიანი ვიზიტის შემდეგ შთაბეჭდილებებს უზიარებს და საკუთარ შტაბეჭდილებებზე საუბრობს:

„არაფერი სერიოზული. ალერგია მაქვს მგონი, მაგრამ ისე შევშუპდი სახეზე დილით ადრე გავქანდი საავადმყოფოში.

ემერჯენსში მივედი. ვხედავ ახალგაზრდებს. (პერსონალს ვგულისხმობ).პაციენტები 5 წუთში ერთხელ შემოყავდათ სპეციფიკიდან გამომდინარე. ჰოდა, მე რისი ნანუკა ვარ, უცებ ყველა პაციენტის ისტორია გახდა საინტერესო.

ბაბუ მოყვა მეუღლეს. თვალზე ოპერაცია გაუკეთებია, უნერვიულია და წნევა ქონდა. ახალგაზრდა ექიმი, ევროპული იმიჯით ფრთხილად ცდილობდა შეყვარებული ბაბუს დარწმუნებას რომ არ ენერვიულა.

მერე უცებ ბავშვის ტირილი. გაუკეთეს გლანდების ოპერაცია და არაფერს ჭამს. არ უყვარს ნაყინი და რა ქნას. შესაბამისად გადასხმა დაჭირდა და მოვიდა ნემსის გაკეთების დრო. ისევ ახალგაზრდა ექიმები. ბავშვი უნდა დაარწმუნონ გადასხმის აუცილებლობაში.

დედამ შვილი მოიყვანა. ერთადერთი ყოლია. ბავშვი დაეცა. შეიძლება არც არაფერი, მაგრამ დედისერთას მშობელი განსაკუთრებით ანერვიულებული ჩანდა. ექიმმა გვარი გაიგო თუ არა დაიწყო თემა რაჭა. ორივე რაჭველი აღმოჩნდა და საუბარში გართული ბიჭი დიდხანს ვერ მიხვდა, რომ უკვე ამოწმებდნენ.

მოკლედ, დღეს ნამდვილად მეგონა რომ გრეის ანატომიის გმირი ვიყავი. ადამიანები თავიანთი ისტორიებით და მშვიდი ექიმები ხშირად რთული გადაწყვეტილებებით.

მერე მოვედი და ეს ყველაფერი სამსახურში მოვყევი. მერე კიდევ ჩემ მეგობარს მოვუყევი, ახლა მომინდა თქვენთვის თქმა, უფრო ექიმებისთვის იმის, რომ ყველაზე რთული პროფესია გაქვთ და თან ძალიან მაგარი. კარგი ხალხი ხართ თქვენ და იმაზე მაგრები ვიდრე შორიდან გვგონია.

P.s. New ჰოსპიტალში მოხდა ეს ყველაფერი“-წერს ჟორჟოლიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42