არადა ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ „ქართული ოცნების“ სიაში განიხილავდნენ.
როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, გათავისუფლებამდე ჭიჭინაძეს გამგებლის მოადგილეობა შესთავაზეს, უარის მიღების შემდეგ კი სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა ურჩიეს.
ჭიჭინაძის ბედი გაიზიარა მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის 18-მა თანამშრომელმა, მათ შორის სამსახურის უფროსის მოადგილეებმა.
"ნიუპოსტთან" სანდო წყარო ყვება, რომ მერიაში დაწყებული საკადრო წმენდა დავით ნარმანიას ერთ-ერთი მოადგილის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი, გიორგი ლილუაშვილის მიერ დაიგეგმა.
ისევე როგორც მის სახელს უკავშირდება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში არასასურველი კადრების მასიურად დათხოვნა. სწორედ ლილუაშვილს უკავშირდება თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილებაც, რომლებიც კონკურსის წესით არიან შერჩეული. წყაროს ინფორმაციით, ლილუაშვილის მისვლის შემდეგ ამ ადამიანებს განცხადებები დააწერინეს.
რაც შეეხება ნოდარ ჭიჭინაძის გათავისუფლებას, ფაქტი „ნიუპოსტს“ მერიაში ოფიციალურად დაუდასტურეს. ნარნანიას უწყების პრესსამსახურის თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა მიმდინარე წლის 3 მაისს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რაც შეეხება ჭიჭინაძესთან ერთად მერიის სხვა მაღალჩინოსნების გათავისუფლებას, მერია ამ ფაქტს რეორგანიზაციას უკავშირებს.
„მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რაც შეეხება სხვა პირებს, ამ სამსახურში რეორგანიზაცის მიმდინარეობს, კვირის ბოლოს დასრულდება ეს პროცესი და დეტალები მას მერე გახდება ჩვენთვის ცნობილი“- განუცხადეს „ნიუპოსტს“ მერიაში.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






