„სახელმწიფომ მშობლებს მეოთხე შვილზე 5 000 ლარი, მეხუთე და მომდევნო შვილებზე 10 000 ლარი უნდა გამოუყოს“- ლეონიდ ჩერნოვეცკი
პოლიტიკა - 11:16, 11 May, 2016     5342
პარტია ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ–მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს სახელმწიფომ გააკეთოს ყველარაფერი, რათა საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსწორდეს. ამისათვის, კი ლეონიდ ჩერნოვეცკის მიიჩნევს, რომ საჭიროა სახელმწიფომ მშობლებს ერთჯერადად მეოთხე შვილზე 5 ათასი ლარი, ხოლო მეხუთე და მომდევნო შვილზე 10 ათასი ლარი გამოუყოს.

„ბატონო გიორგი, საქართველოში დღეისათვის უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა, მოსახლეობის რაოდენობა სულ უფრო მცირდება და შობადობაც იკლებს, რაც მომაკვდინებელ ტენდენციას ქმნის. თუ ამ საკითხის გადაწყვეტას, სახელმწიფოებრივ დონეზე, სისტემურად არ მივუდგებით, გავა 20–30 წელი და საქართველო დაცარიელდება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით ხომ 2002 წლიდან ქვეყნის მოსახლეობა 642 000 ადამიანით შემცირდა.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება. მიზეზი უმუშევრობა, საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების სიძვირე, ახალგაზრდა ოჯახებისთვის საცხოვრებლის მიუწვდომლობა და კიდევ უამრავი სხვა წინაპირობაა. არსებულ რეალობაში ახალი სიცოცხლის დაბადება უფლის საჩუქრად კი არ აღიქმება, არამედ მძიმე ტვირთად აწვება ახალგაზრდა მშობლებს, რომლებსაც ბავშვებისთვის საფენების ყიდვაც კი არ შეუძლიათ!

უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ინიციატივა მის მიერ ოჯახებში დაბადებული ყოველი მესამე შვილის მონათვლა, უდიდესი შედეგის მომტანია ქვეყნისთვის და ეს უკვე თვალნათლივ გამოჩნდა კიდეც. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაში თავისი წვლილი სახელმწიფომაც შეიტანოს, რომლისთვისაც ახალგაზრდა ოჯახების სოციალური დაცვა და მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს!

მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ სახელმწიფომ მშობლებს ერთჯერადად მეოთხე შვილზე 5 ათასი ლარი, ხოლო მეხუთე და მომდევნო შვილზე 10 ათასი ლარი გამოუყოს

რა თქმა უნდა, ეს დიდი თანხაა, მაგრამ ის შეიძლება გახდეს დიდი მხარდაჭერის საფუძველი ამ ოჯახებისთვის. ეს ის თანხაა, რომელსაც ზოგიერთი მაღალჩინოსანი პრემიების სახით ყოველთვიურად იღებს, ასევე 5 000 ლარი წარმოადგენს 0,00017 პროცენტს იმ თანხისა, (29 მილიონი), რომელსაც სახელმწიფო წელს კონცერტების გამართვაზე ხარჯავს. დარმწუნებული ვარ, ამ ინიციატივის მხარდაჭერა და განხორციელება მოიტანს უდიდეს პოზიტიურ შედეგს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისთვის!“–განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პრემიერ–მინისტრისთვის მიწერილ მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42