„ოცნება“ საკუთარ კუდს არ დასჯის, იგი შეიძლება გაქრეს როგორც პარტია - არმაზ ახვლედიანი
პოლიტიკა - 10:33, 11 May, 2016     1539

არმაზ ახვლედიანი მის ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით არ აპირებს მიმართოს პროკურატურას, რადგან ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს. მისი განცხადებით, მოსმენების შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო.

ახვლედიანის თქმით, გუშინ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, მას პროკურატურიდან არავინ დაკავშირებია. პროკურატურაში კი განმარტავენ, რომ დაინტერესდებიან ყველა იმ ფაქტით, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„არავინ დამკავშირებია და მართალი რომ გითხრათ, ვერც კი ვხედავ იმის რეალურ შესაძლებლობას, რომ რამე გამოიძიონ და საკუთარი კუდი დასაჯონ. მეჩვენება, რომ შესაძლოა მანამდეც ყოფილიყო, მაგრამ განსაკუთრებით ეს დაიწყო ჩემი გააქტიურების შემდეგ. ვერ წარმომედგინა თუ იყო შესაძლებელი, რომ დღესაც იგივე მეთოდები გამოეყენებინათ. ამ მეთოდებით „ოცნება“ ჩიხში კი არ დარჩება, არამედ შეიძლება გაქრეს, როგორც პარტია“, - აცხადებს ახვლედიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ არმაზ ახვლედიანმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. პრესკონფერენციის მსვლელობისას მან განაცხადა, რომ მიმდინარეობს მისი მოსმენა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილების შეფასებისას კი აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი პირი, რომ მასზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42