ჯანჯღავას თქმით ეს სწავლებები შეიარაღებულ ძალაბე მრავალმხრივ ზრდის და ამ ტიპის ვარჯიშები ქართულ ჯარს ძალიან სჭირდება.
“ჩვენს ქვეყანას შეზღუდული რესურსები აქვს და პარტნიორებთან ურთიერთობა ჯარისკაცების პროფესიონალიზმს ზრდის. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ჩვენი სამშობლო. ”- აღნიშნა ჯანჯღავამ.
ქართველი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ მიმართული არაა და ამ სწავლებით საქართველო არავის არაფერს ედავება. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა, რომ ქვეყანა დავიცვათ და ამას ვისთან ერთად გავაკეთებთ, ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა".- განაცხადა ჯანჯღავამ. ის რუსეთის საგარეო უწყების მხრიდან აღნიშნულ სწავლებასთან დაკავშირებით წამოსულ რეაქციებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლავროვის უწყება პროტესტს ყველა შემთხვევაში გამოთქვამდა, არ აქვს მნიშვნელობა ვისთან ერთად ჩაატარებდა საქართველო სწავლებას.
“ჩვენთან მონღოლთა ქვედანაყოფიც რომ ყოფილიყო, ლავროვის უწყება მაინც ასეთ განცხადებას გააკეთებდა. ისინი ისევ მე-19 საუკუნის პარამეტრებით აზროვნებენ - გავლენის სფეროებითა და ძალთა ბალანსით, მაგრამ მსოფლიო სხვა გზით მიდის. ჩვენ არავის უკანა ეზო არ ვართ; ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც დასავლური ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება სურს და უნდა მივესალმოთ ყველა იმ მეზობელს, რომელიც ასეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება. არმია კი, საზოგადოების ერთ-ერთი ინსტიტუტია.“- განაცხადა ჯანჯღავამ.
ნიკოლოზ ჯანჯღავა ვარშავის სამიტის მოახლოებას და არსებულ მოლოდინებსაც გამოეხმაურა, მისი თქმით ქვეყანამ არ უნდა იცხოვროს სამიტიდან სამიტამდე, არამედ მუდმივად უნდა იზრუნოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.
მასალის გამოყენების პირობები






