უმრავლესობა და ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 ივნისის განსაზღვრას დადებითად აფასებს
პოლიტიკა - 09:40, 11 May, 2016     1325

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 ივნისის განსაზღვრას დადებითად აფასებენ უმრავლესობასა და ოპოზიციაში. მათი განცხადებით, 4 თვე სრულებით საკმარისია პარტიებისათვის, აწარმოონ სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანია.

„საკმარისზე მეტია ალბათ 8 ივნისი. მაგრამ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ, რადგან მიღებულია ეს გადაწყვეტილება, იგი საერთოა. კონსესუსი უფრო მიხარია, ვიდრე ანალიზს ვუკეთებ ამ თარიღს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის ნაწილს მიაჩნია, რომ 4 თვიანი კამპანია დამატებით ხარჯებს საჭიროებს:

„მიმაჩნია, რომ 4 თვე მართლაც ბევრია, უბრალოდ პრაქტიკაში არ გვქონია. ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. რა თქმა უნდა დააზარალებს ზედმეტი ხარჯები, შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო სხვადასხვა უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებებით. უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ვართ ფაქტის წინაშე“, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

ენმ კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს გარკვეული ზეწოლა აქვს მთავრობისგან, თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 ივნისის განსაზღვრა საპარლამენტო ოპოზიციისთვისაც მისაღებია:

„პრეზიდენტს აქვს ის ზეწოლა მთავრობიდან, რომელიც არ უნდა იყოს, პრეზიდენტი ამ ყველაფერზე მაღლა უნდა იყოს და ამგვარი ზეწოლებისგან თავისუფალი. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია, რომ ეს თარიღი დაინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არასაჭირო კომპრომისი მაინც დაუშვა პრეზიდენტმა“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

„თავისუფალი დემოკრატები“ კი მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ორი ინსტიტუცია და თარიღის დანიშვნა შესაძლებელი გახდა:

„კარგია, რომ ბოლოსდაბოლოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი შეთანხმდენენ იმასთან დაკავშირებით თუ როდის დაიწყებოდა ქვეყანაში საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციების ამოქმედება. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. ზოგადად არ არის სასიამოვნო, როდესაც ორი ინსტიტუცია კინკლაობს ერთმანეთში. საერთო ჯამში ჩვენთვის, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ჩვენი დღისწესრიგი გაგვაჩნია“, - მიიჩნევს ირაკლი ჩიქოვანი.

თამარ კორძაიაც დადებითად აფასებს პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას:

„8 ივნისს საარჩევნო კამპანიის დაწყება არის სავსებით ნორმალური და მისაღები ფაქტი. კარგია ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მონაწილეობით, პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა მოახერხეს შეთანხმება არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი პრეზიდენტმა გუშინ გამოაცხადა. მანამდე კი კონსულტაციები გაიმართა გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42