საქართველოში პოლიტიკური ფაქტორი არის ორი კაცი:ივანიშვილი და სააკაშვილი - ინტერვიუ გია ხუხაშვილთან
პოლიტიკა - 11:53, 11 May, 2016     3848
დიდი განქორწინებების სეზონი ქართულ პოლიტიკაში - არჩევნებამდე 5თვით ადრე ორ მთავარ პოლიტიკურ პარტიაშიც „აირია მონასტერი“.

ბოლო დღეებში "რესპუბლიკელებისა" და "ქართული ოცნების" დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ 3 "რესპუბლიკელი" მინისტრი თანამდებობას სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დატოვებს.

მედიაში სახელდება მოქმედი მინისტრების შემცვლელების ვინაობაც.

არსებული ინფორმაციით, თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის პოსტზე დეპუტატი ირაკლი სესაიშვილი, გიგლა აგულაშვილს კი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნინო სულხანიშვილი ჩაანაცვლებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ადგილს კი ქეთევან ციხელაშვილი.

პოლიტიკური თანაარსებობა ივანიშვილის მიერ შეკოწიწებულ კოალიციაში დაასრულეს „ფორუმელებმაც“თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ პარტიამ „რესპუბლიკელებისაგან“ განსხვავებით, უმრავლესობა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი განცხადების გაკეთების მომენტიდან დატოვეს.

დღეს კი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა მმართველი პარტიის დატოვების შესახებ ამცნო ჟურნალისტებს.

ახვლედიანი გამოვიდა პოლიტსაბჭოდანაც. პარტიის დატოვების მიზეზად ახვლედიანმა „ქართულ ოცნებაში“ არსებული მდგომარეობა დაასახელა, მისი თქმით პარტია აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და აზიანებს მთლიანად ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს.

წინა კვირას "ნაციონალებს" საკუთარი ლიდერი გაემიჯნა. ბოკერია, მაჭავარიანი, გაბაშვილი და „ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე“- ეს ის გვარებია, რომლებსაც ვაშაძემ ბრძოლა გამოუცხადა.

როგორც ენმ-ს ყოფილმა ლიდერმა განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.

„ნიუპოსტმა“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილს სთხოვა.

ინტერვიუდან გაიგებთ რატომ ადარებს ის "რესპუბლიკურ პარტიას" „თავისუფალი დემოკრატებს“ და რა შანსები აქვს ამ დაპირისპირების კვალდაკვალ ოპოზიციას.

გია ხუხაშვილი: ის პერიპეტიები რომელიც მიმდინარეობს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ კანონზომიერია. საქმე იმაშია, რომ მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. როდესაც რეიტინგი ეცემა და პარტიებს პარლამენტში უმრავლესობით შესვლის პოტენციური შესაძლებლობა ხელიდან ეცლებათ ბუნებრივია კონკურენცია იზრდება და დაძაბულობა იმატებს.

- რა შანსები აქვს „რესპუბლიკურ პარტიას“ ამ არჩევნებზე და რა როლი ითამაშა მათმა პოლიტიკურმა ნაბიჯმა კოალიციის იმიჯზე?

- „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილება დატოვოს უმრავლესიობა და თანამდებობაზე ყოფნით გაიზიაროს იმ გუნდის პასუხისმგებლობა რომლისგანაც წამოვიდა მოუწესრიგებელი ოჯახის სიტუაციას მახსენებს, სადაც ოჯახს ინახავენ, მიუხედავად იმისა, რომ დიოდი ხანია ქმარი ცოლზე ძალადობს ან პირიქით ქალი ძალადობს მამაკაცზე. ძალიან საინტერესოა, სად ეძებენ ისინი ამომრჩეველს, როდესაც მზად არიან ბოლო დღემდე გაიზიარონ აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

- რესპუბლიკელებსა და მმართველ ძალას შორის დაპირისპირების მიზეზი ამჯერად თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა...

- მგონია, რომ ეს განცხადება რესპუბლიკელების მიერ დრამატიზებულია. გამომდინარე იქიდან, რომ რესპუბლიკელებს ამომრჩეველთან ვერ მიესვლებათ, ცდილობენ დასავლეთთან უსამართლოდ დაჩაგრულად წარმოაჩინონ თავი. მათ სურთ გაითამაშონ "თავისუფალი დემოკრატების" სცენარი.

ისინი რაღაც სტარტაპებს ეძებენ მათ უნდათ დახატონ შემდეგი სცენარი: „რესპუბლიკელები“ კი არ გაირიყნენ „ქართული ოცნებისგან“ ისინი გახდნენ ანტიდასავლური განწყობების მსხვერპლნი.

- რამდენად სამართლიანია „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან მეამბოხე მეჭიაურის პარტიიდან გარიცხვის მოთხოვნა?

- მათი ეს მოთხოვნა ბავშვურ საქციელს ჰგავს, რომელიც გაბრაზებულია და ფეხებს აბაკუნებს. ზოგადად მეჭიაურის განცხადებას რაც შეეხება, ცუდია, რომ პარტია "ქართული ოცნებაში" დისციპლინა მორღვეულია, მაგრამ მეჭიაური არ განასახიერებს ქართული ოცნების პოლიტიკას.

- როგორია თქვენი შეფასება ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ შესაძლოა ეს სააკაშვილის სცენარია...

- სინამდვილეში არც ვაშაძის წასვლით, არც ოცნებიდან არმაზ ახვლედიანის წასვლით რეიტინგულად ამ პარტიებისთვის არაფერი იცვლება და რატომ სიმძიმის წერტილები არიან „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში ბიძინა ივანიშვილი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი. უბრალოდ კურიოზია ის ფაქტი, რომ არ ერთი ამ გამწევი ძალიდან არ ერთი არ არის ინტეგრირებული ფორმალურ ქართულ პოლიტიკაში. ნებისმიერი სხვა ფიგურის წასვლა, გასვლა თუ შემოსვლა არავის აინტერესებს. ვაშაძე კი არა ქვეყნის პირველი პირი ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა და სამ დღეში საპნის ბუშტივით გაქრა, რადგან ის არ იყო პოლიტიკური ფაქტორი. საქართველოში პოლიტიკური ფაქტორი არის ორი კაცი : ივანიშვილი და სააკაშვილი.

- თქვენივე თქმით, ამ პოლიტიკური ფაქტორის მიუხედავად ამ ორი პარტიის რეიტინგი ჩამოუვარდება იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რომლებსაც არც ერთი პარტია არ მოსწონს, ამ პირობებში რა შანსი აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას?

- თუ ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და არჩევნებზე წავიდა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ვარიანტში უმცირესობაში რჩებიან. რადგან ამომრჩევლის არჩევანი გადანაწილდება სხვა დანარჩენ პარტიებზე. ჩვენ უნდა დაველოდოთ პაატა ბურჭულაძის განაცხადს. რადგან ის შეიძლება გახდეს ე.წ ორთქლმავალი, უპირობო ლიდერი, რომლის ირგვლივაც შესაძლებელია არასაპარლამენტო ოპოზიცია შემოიკრიბოს ამ გადმოსახედიდან არის ბურჭულაძე.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42