,,ჩვენ ვისაუბრეთ იმ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება აფხაზეთის კონსტიტუციას და იქ შესაძლო შესატან ცვლილებებს და ამის თაობაზე გავცვალეთ მოსაზრებები“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილის თქმით ის მხარს არ უჭერს იმ ცვლილებების პაკეტს, რომელსაც ხელისუფლებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სთავაზობს. იმერლიშვილის თქმით ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მიუღებელია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. დღეს ამასთან დაკავშირებით აფხაზთა კრებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა, ხოლო მოგვიანებით შეხვედრა შედგა აფხაზთა კრების ორგანიზაციებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. აფხაზეთის კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებებზე კითხვები აქვს ედპ-ს ლიდერს ბაჩუკი ქარდავას.
მასალის გამოყენების პირობები






