დღეს თბილისის საქალაქი სასამართლომ ”პარტიზანი მებაღეობის” ერთ-ერთ ლიდერს ნატა ფერაძეს 250 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. შეგახსენებთ, რომ ფერაძე სამართალდამცველებმა პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ნატა ფერაძე მოსამართლის მიერ დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს და აცხადებს, რომ პატრულის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით - დგინდება, რომ მისი დაკავება იყო უკანონო. მისივე თქმით, ის პოლიციამ არ გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ მანქანიდან უნდა ჩამოსულიყო.
“ღრმად მომკიდეს შარვალში ხელი, შარვალი პრაქტიკულად ჩახდილი მქონდა. ეს ფოტოები გავრცელდა სოციალურ ქსელში და საკმაოდ არაეთიკური კომენტარებით. ვფიქრობ, რომ ესეც გასაჩივრდება. მათ მე არგავუფრთხილებივარ, რომ მანქანიდან უნდა ჩამოვსულიყავი. ამის დროც არ მომცეს და პირდაპირ ფეხში მომკიდეს და დამახეთქეს მანქანის სახურავზე,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






