რა პასუხი აქვს თავად აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლობას, ამასთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტი" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გია გვაზავას ესაუბრა.
გვაზავა ინიციატივას საკანონმდებლო ვაკუუმით ხსნის.
„2013 წლის პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, მას განესაზღვრა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული კონკრეტული უფლებამოსილებები, რომელთა შორის არ იქნა გათვალისწინებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნისა და გათავისუფლებაზე უმაღლესი საბჭოსთვის თანხმობის მიცემა. მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც აფხაზეთის კონსტიტუციით არის აფხაზეთის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და მისი მეთაურობით მთავრობა განსაზღვრავს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითად მიმართულებას, უნდა ინიშნებოდეს პრემიერ-მინისტრთან ან პარლამენტის უმრავლესობასთან შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ“- განუცხადა „ნიუპოსტს“ გვაზავამ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ერთიანი სახელმწიფო აღმასრულებელი პოლიტიკის გატარებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიამართებაში.
„ეს ინიციატივა სრულ ჰარმონიაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან, ამასთამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის დანიშვნა ჩვენს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით მეტ ლეგიტიმაციას შესძენს ამ პროცესს. 2004 წლის 30 ნოემბრამდე აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ნიშნავდა და ათავისუფლებდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს. ეს ნორმა 2004 წლიდან შეიცვალ და აფხაზეთის მთავრობის დანიშვნა ხდებოდა პრეზიდენტთან შეთანხმებით, 2013 წელს საპრეზიდენტო მმართველობამ განიცადა ცვლილება და 2013 წლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცებისთვის პრეზიდენტის თანხმობის მიცემა აღარ გახდა საჭირო, ფაქტობრივად, დაუბრუნდა 2004 წლამდე არსებული ძველი ნორმას. აფხაზეთის უმარლესი საბჭო სწორედ ამის ლეგიტიმაციას ცდილობს.“- განმარტა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებას, რომ ინიციატივა აფხაზეთის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად გამოცხადებას ისახავს, გვაზავამ სიცრუე უწოდა და „აფხაზთა კრება“ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
კითხვაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის დანიშვნა პარლამენტის ან პრემიერის შეთანხმების გარეშე მოხდება თუ არა, გია გვაზავამ აღნიშნა, რომ ,,აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს მხოლოდ კონსულტაციას და თავმჯდომარის არჩევისა და დათხოვნის ექსკლუზიური უფლება კვლავ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ექნება".
„ვინც რუსეთუმეებს გვეძახის და გვაბრალებს პრორუსულობას, თვითონ არის რუსეთუმე. აფხაზი სეპარატისტების პირველი მოთხოვნა ჩვენი სამსახურის გაუქმებაა. სხვებისგან განსხვავებით მე ყველა ომში მივიღე მონაწილეობა. 2008 წელს გორში ვიყავი, რუსებს პირდაპირი დავალება ჰქონდათ დავეტყვევებინეთ და აფხაზეთში გადავეყვანეთ. ვინც გეუბნებათ, რომ ჩვენი პროექტი საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას, ავანტურისტი“- აღნიშნა გვაზავამ.
მასალის გამოყენების პირობები






